ჯგუფ BTS -ის წევრი ჯინი სოლო პროექტს აანონსებს და აცხადებს რომ მისი ახალი სიმღერა მალე გამოვა

„მივიღე შესაძლებლობა ვიმუშაო იმ ადამიანებთან, ვინც მომწონს“- განაცხადა BTS – ( Bangtan Boys) — შვიდი მონაწილისგან შემდგარი სამხრეთ კორეული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ჯინიმ.
BTS-ის ჯგუფის წევრი ჯინი Today -ს შოუზე. Rockefeller Plaza , 2020 წლის 21 თებერვალი, ნიუ-იორკი.

ჯინი  თავის სოლო სიმღერას მალე გამოუშვებს, რაც მას K-pop– ში (კორეულ პოპში) სუპერვარსკვლავად აქცევს. პროექტზე მუშაობა მომღერალმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯგუფმა – BTS -მა, ცოტახნით შესვენება გადაწყვიტა.

ჯინიმ ახალი ამბავი 15 ოქტომბერს, BTS -ის კონცერტზე გამოაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

„მივიღე შესაძლებლობა ვიმუშაო იმ ადამიანებთან, ვინც მომწონს და მალე  ჩემი, ახალი სიმღერაც გამოვა.“- დასძინა ჯინმა ARMY – შოუში. ჯინისთვის ეს პირველი სოლო პროექტი არ არის. მას გამოცემული აქვს რამდენიმე სოლო სიმღერა, მათ შორის არის: “Tonight” (2019), “Abyss” (2020), “Yours” და “Super Tuna” (2021).

ბუსანის კონცერტის დროს, სცენიდან ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, J-Hope-მაც მიმართა აუდიტორიას: „ვფიქრობ, ჩვენ იმ ფაზაში ვართ, როდესაც თქვენი ნდობა და თანადგომა გვჭირდება“.

ივლისში J-Hope-მა საკუთარი სოლო პროექტი და ახალი ალბომი – Jack in the Box გამოსცა. 

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მუსიკას 30 წლის შემდეგაც შევქმნით, მაშინაც კი, როცა 70 წლის ვიქნებით.“ – თქვა ჯიმინმა, ბუსანის კონცერტზე.

მოგვიანებით ჯგუფის წევრმა RM -მ დაამატა: „ შვიდივე წევრი ახლა ერთ აზრზე ვართ, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ მუსიკის შექმნას და შესრულებას თუკი თქვენ მხარდაჭერას ვიგრძნობთ.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bad Habitz – ელენე კალანდაძისა და ერეკლე გეწაძის მუსიკალური დუეტი და ახალი პროექტები 

შემდეგი სტატია

2022 წლის ჰელოუინის 25 ყველაზე პოპულარული კოსტიუმი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი