საგუნდო, ხალხური და თანამედროვე ელექტრონული მუსიკა კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე

სამი სხვადასხვა მუსიკალური ჟანრი ერთ სცენაზე – აუდიტორიამ კონსერვატორიის დიდ დარბაზში ერთმანეთისგან განსხვავებული კომპოზიციების საერთო ვერსიები მოისმინა. 

კონცერტის პირველ ნაწილში გორის ქალთა კამერული გუნდისა და ელექტრონული მუსიკის გაერთიანებული კომპოზიციები გაჟღერდა. იდეა კი ერთი წლის წინ ფესტივალ ,,აქტუალური მუსიკის” ფარგლებში გაჩნდა. ქართველმა მუსიკოსებმა და კომპოზიტორებმა ანუშკა ჩხეიძემ, ალექსანდრე კორძაიამ, გიორგი კობერიძემ და TeTe Noise-მა ოთხი კომპოზიცია შექმნეს. ,,?”, ,,Introduction”, ,,Dear Grune Strahl”, ,,Piece”. ყველა მათგანი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად შესრულდა. 

კონსერვატორიის დიდი დარბაზი

,,ერთი წლის წინ ამ შემოთავაზებამ დამაინტერესა, ოღონ არ ვიცოდი რას ვთანხმდებოდი. Მერე შევხვდით კომპოზიტორებს, დავილაპარაკეთ, გავიცანით ერთმანეთი, ჩემი გუნდის რეგისტრზე ვისაუბრეთ. ელექტრონული მუსიკა და გუნდი – გუნდი მაინც კლასიკური ორგანიზმია, ჩარჩოში აქცევს ამას. იმდენად ლამაზია ელექტრონული ფერები და გუნდის ჟღერადობა, ისე ლამაზად ედება, რომ ეს შედეგი ვერ წარმომედგინა”,– თეონა ცირამუა, გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი.

ქართველი მუსიკოსების ოთხი საგუნდო ნაწარმოები აუდიტორიამ მოისმინა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ განსხვავებული მუსიკალური მიმართულებები ერთმანეთის გვერდით კიდევ უფრო საინტერესოდ ჟღერს. 

,,Ძირითადად, ყველას ეგრე ჰქონდა გაკეთებული, საგუნდოდ დაგვეწერა და მერე დამატებოდა ელექტრონიკა. Რასაც მაყურებელი ნახავს ეს არის უფრო რეპეტიციებზე განვითარებული ეტაპები. გვინდოდა თითოეულს ყველას ნაწარმოებში მიეღო მონაწილეობა. Ჩემს ნაწარმოებში ყველა უკრავს, მეც – სხვის ნაწარმოებებში და ეგ არის ჩემთვის ძალიან საინტერესო, რომ გუნდისა და ელექტრონიკის სინთეზი ხდება”,- ანუშკა ჩხეიძე, მუსიკოსი, კომპოზიტორი.   

,,ორი წლის წინ დავწერეთ, ვერ ვიტყვი რომ ახლა ძალიან მომწონს, მაგრამ მაინც კარგია, რომ ვუკრავთ. Პირველ რიგში, დიდი სიამოვნებაა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად სცენაზე დგომა. Სცენაზე რომ ხარ კარგად ისმის, ყველაზე მეტად ეს მსიამოვნებს”,- ალექსანდრე კორძაია იგივე კორძი, მუსიკოსი, კომპოზიტორი. 

ანუშკა ჩხეიძე, ალექსანდრე კორძაია

Როგორც მუსიკოსები ამბობენ, მუშაობის პერიოდი სასწავლო პროცესიც აღმოჩნდა და დიდი გამოცდილება მიიღეს. 

,,Საბოლოოდ ის დარჩა, რაც გამოსვლადი იყო და ელექტრონიკას მოუხდებოდა. Განსხვავებულია სხვა კომპოზიციებისგან, რომლებსაც სახლში დაწერ და იქვე შეკრავ. ეს ჩვენსა და გორის ქალთა კამერულ გუნდს შორის ინფორმაციისა და შესაძლებლობების გაცვლა-გამოცვლა იყო ”,- გიორგი კობერიძე, მუსიკოსი, კომპოზიტორი. 

,,ჩემი ნაწარმოები არის ჩემი ოცნების ნაყოფი. Მინდოდა, ცოცხალ გუნდთან ერთად ისეთი ხმა გამეკეთებინა, რომელიც ახლოს იქნებოდა თეთრ ხმაურთან, გუნდური შრიალი, ასე თუ დავარქმევთ. Მელოდიაც რაღაცნაირად ამ კომპონენტების კომბინაციაა. ამ ნაწარმოებებით პირველი შეხებაა გუნდთან და ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელზეც როგორც მუსიკოსი არც დავფიქრდებოდი. გუნდთან კი, ძალიან გამიადვილდა მუშაობა, ბევრად რთულად მეჩვენებოდა, თეო ძალიან ყოჩაღი დირიჟორი გვყავს”, – სანდრო ჩინჩალაძე იგივე TeTe Noise, მუსიკოსი, კომპოზიტორი. 

საღამო გორის ქალთა კამერული გუნდისა და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის „შავნაბადას“ საერთო კომპოზიციების შესრულებით გაგრძელდა. ეს მათი პირველი ერთობლივი მუსიკალური თანამშრომლობა არაა. 12 ოქტომბერს, ოცდამეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში საღამო „ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში” გაიმართა, რომლის დროსაც სცენაზე საგუნდო და ქართული ხალხური სიმღერების გაერთიანებული კომპოზიციები შესრულდა. 

გორის ქალთა კამერული გუნდი და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“

,,დღევანდელი კონცერტი ძალიან საინტერესოა. ჩვენმა წინა კონცერტმა აჩვენა ქართული ხალხური სიმღერისა და საგუნდო მუსიკის შესაძლებლობები, ერთმანეთის გვერდით ეს კონტრასტები უფრო საინტერესო ჩანს. Როცა უსმენ ერთ ჟანრს ან მეორე ჟანრს ეს სხვა განცდაა. როცა ერთად უსმენ – ეს კიდევ უფრო სხვა. დღეს უკვე ელექტრონული მუსიკაც გაჩნდა სცენაზე. მახსენდება იგორ სტრავინცკი, რომელიც ამბობდა, ,,როცა მეგონა ყველაზე თანამედროვე მუსიკას ვეძებდი ეს გურიაში აღმოჩნდა კრიმანჭულის სახით.” დღეს თვალნათლივ დგას ოცდამეერთე საუკუნის ელექტრონული, საგუნდო და ხალხური მუსიკა ერთ სცენაზე”,- დათო ცინცაძე, ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელი.    

გორის ქალთა კამერულმა გუნდმა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ ,,შავნაბადასთან” ერთად სცენაზე 6 კომპოზიცია შეასრულა. 

კონცერტი თბილისის საგუნდო მუსიკის მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა და ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ვფიქრობ მე ეს უნდა გავაკეთო“ – ტეილორ სვიფტი თავის ახალ ალბომ, Midnights -ის ტურნეს შესახებ მიგვანიშნებს

შემდეგი სტატია

კანიე უესტის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმიდან აიღეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი