Duran Duran-ის ყოფილი წევრი ენდი ტეილორი, ავთვისებიანი სიმსივნის გამო, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ბენდთან ერთად ვერ წარდგა

გიტარისტი 17 წლის შემდეგ პირველად ჯგუფთან ერთად გამოსვლას გეგმავდა.
Duran Duran, 2015 წლის 30 ივნისი, The Worx, ლონდონი. ფოტო: კრის ფლოიდი
Duran Duran, 2015 წლის 30 ივნისი, The Worx, ლონდონი. ფოტო: კრის ფლოიდი

ენდი ტეილორი შაბათს, 5 ნოემბერს, ყოფილ ბენდთან ერთად კონცერტზე გამოსვლას ლოს-ანჯელესში როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გეგმავდა. კონცერტის მსვლელობისას ბენდის წევრებმა მისი არყოფნა იმით ახსნეს, რომ იგი სიმსივნეს ებრძვის და თავს შეუძლოდ გრძნობს.

„ოთხი წლის წინ, ენდის პროსტატის კიბოს მეოთხე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს“ – თქვა ლებონმა. მან აუდიტორიას ტეილორის წერილის ეპიზოდი წაუკითხა, სადაც გიტარისტი იმედოვნებდა, რომ 17 წლის შემდეგ პირველად ბენდის წევრებს სცენაზე შეუერთდებოდა, თუმცა ამჟამინდელმა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევდა.

ტეილორმა ჯგუფი პირველად 1986 წელს დატოვა, შემდეგ 2001 წელს  ბენდს კვლავ შეუერთდა, საბოლოოდ კი, 2006 წელს ჯგუფის შემადგენლობა დატოვა.

გთავაზობთ ენდი ტეილორის წერილს, რომელიც მან ბენდს გაუგზავნა:

„ძვირფასო სიმონ, ჯონ, როჯერ, ნიკ და ჩემო გულშემატკივრებო,

მსურს გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ, რაც ამ საოცარი კარიერის დროს გავიარე და ასევე მსურს გამეზიარებინა თქვენთვის ამბავი, რომელიც  შემემთხვა.

პირველ რიგში, არ შემიძლია ვთქვა, რომ  ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ჩვენი წარდგენა. მსგავს აღიარებასთან სხვა ვერაფერი მოვა. ვამაყობ იმისთვის, რაც ერთად გავიარეთ, რასაც მივაღწიეთ და რასაც ახლა თქვენ განაგრძობთ. ჩვენ ყველა ერთად იმ ვინილების ჩანაწერებზე და ლაივ კონცერტებზე გავიზარდეთ, სადაც დეივიდ ბოუ,  Roxy Music,   The Sex Pistols და რა თქმა უნდა CHIC უკრავდნენ. მე ვიცოდი ყველა მათი შესრულება, რომელსაც ტექნიკურად ვიყენებდი და ვქმნიდი გიტარის ჰიბრიდს, რომელიც ჯგუფის კონცეფციას ერგებოდა. 

მიყვარდა სტუდიაში სიარული და მასალის ჩაწერა, ჩვენნაირი მუსიკალური ჟღერადობა სხვას არავის ჰქონდა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით რაღაც განსხვავებული გვეკეთებინა. ნიკის ოსტატური გატაცება სინთის ტექნოლოგიის მიმართ იყო რაღაც, რაც აქამდე არასდროს მინახავს. ჩვენ სწორი გზით მივდიოდით და ზუსტად ამის გამო, ჩვენ სწრაფად განვვითარდით. მეორე ალბომი RIO საკმაოდ მალე შევქმენით.  ეს ყოველივე ჩვენმა პირვანდელმა წარმატებამ განაპირობა, როდესაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოგვიტანა სიმღერებმა Girls On Film და Planet Earth. 

თქვენ შეგიძლიათ იოცნებოთ იმაზე, რაც გადაგვხდა, მაგრამ ამის გამოცდილება საკუთარ თავზე, თანამოაზრეებთან ერთად წარმოუდგენლად მაგარია.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯგუფის წევრს, ვისაც ძმებად ვთვლი.

ჩემს ოჯახს, ჩემს საოცარ მეუღლეს, ტრეისის, ჩემს საოცარ შვილებს, ენდის, ჯორჯს, ბეთის და იზის და ჩემს შვილიშვილს ელბის.

ჩვენ ყველაფერს დიდი სიყვარულით ვქმნიდით. 44 წელია არის რაღაც, რაც არ ჩერდება და მისი სახელია Duran Duran.

ახლა კი მიზეზი, რატომაც მე თქვენთან ერთად არ ვიმყოფები:

4 წლის წინ მეოთხე სტადიის მეტასტაზური კიბოს დიაგნოზი დამისვეს. ბევრ ოჯახს გამოუცდია ეს მწვავე, ნელი, მაგრამ პროგრესირებადი დაავადება და რა თქმა უნდა, ჩვენ გამონაკლისები არ ვართ.

მე მყავს საუკეთესო ექიმები, ვიტარებდი სამედიცინო მკურნალობას და მქონდა საშუალება მუშაობა გამეგრძელებინა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი მდგომარეობა დამძიმდა. განკურნება არ არსებობს. ცოტა ხნის წინ თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა, ერთი კვირის წინ მარცხი განვიცადე და მიუხედავად ჩემი გუნდის საოცარი ძალისხმევისა, ახლა ფიზიკურადაც და გონებრივადაც ძალიან სუსტად ვარ.

მიუხედავად ამისა, ეს ბენდს არაფრით აკნინებს, რადგან მათ მიაღწიეს და შეინარჩუნეს წარმატება მთელი 44 წლის განმავლობაში. ჩვენ პრივილეგირებული ცხოვრება გვქონდა, გვქონდა ყველაფერი და ხშირად მითქვამს საკუთარი თავისთვის, როდესაც გრძნობ ამბიციების მოზღვავებას, მონათესავე სულისკვეთებას და თაყვანისმცემლების დიდ არმიას, რა შეიძლება წავიდეს არასწორად? თუმცა ყველაფერი ხდება…

გულწრფელად ვწუხვარ და იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ მოვახერხე კონცერტზე მოსვლა. აღფრთოვანებული ვიყავი ამ ამბით და ახალი გიტარაც კი შევიძინე. 

ვამაყობ ჩემი ოთხი ძმით, გაოცებული ვარ მათი ძალისხმევით და ენთუზიაზმით. უზომოდ მახარებს ამ ჯილდოს მღება.

დიდი სიყვარულით, 

ენდი ტეილორი“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში 2022 წლის Met Gala-ს დაჯილდოებაზე

ბილი აილიში თავის გულშემატკივრებს 2022 წლის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს: „ჩვენი მომავალი ახლა წყდება“

შემდეგი სტატია

აარონ კარტერი Pop 2000 ტურნეზე, 2019 წელის 27 ივლისი, ლას ვეგასი. ფოტო: გაბი გინსბერგი

Backstreet Boys-ის ჯგუფის წევრებმა აარონ კარტერის ხსოვნას პატივი მიაგეს – „ის ჩვენი ოჯახის ნაწილია“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

5 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS-ის ორგანიზებით ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების კონცერტი გაიმართა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი
ბრიუს სპრინგსტინი - 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი Iwi Onodera/Redferns

ბრიუს სპრინგსტინი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ ჭორებს უარყოფს – „ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ”

„რას ვემშვიდობებით, როცა ათასობით გულშემატკივარს შენი ნახვა უხარია?“ - განუცხადა ბრიუს სპრინგსტინმა ფილადელფიაში შეკრებილ აუდიტორიას.
მეტი