Backstreet Boys-ის ჯგუფის წევრებმა აარონ კარტერის ხსოვნას პატივი მიაგეს – „ის ჩვენი ოჯახის ნაწილია“

„ჩვენ გული გვტკივა, გუშინ ოჯახის წევრი დავკარგეთ.“ – ლონდონში კონცერტის შემდეგ, კევინ რიჩარდსონმა აარონ კარტერის შესახებ ისაუბრა.
აარონ კარტერი Pop 2000 ტურნეზე, 2019 წელის 27 ივლისი, ლას ვეგასი. ფოტო: გაბი გინსბერგი
აარონ კარტერი Pop 2000 ტურნეზე, 2019 წელის 27 ივლისი, ლას ვეგასი. ფოტო: გაბი გინსბერგი

ლონდონში 02-ის არენაზე, კვირას, 6 ნოემბერს Backstreet Boys -ის კონცერტი გაიმართა. ეს დღე ნიკ კარტერისთვის ემოციური და მძიმე იყო, რადგან წინა დღეს, მისი უმცროსი ძმა, აარონ კარტერი გარდაიცვალა.

კონცერტის მსვლელობის დროს აარონ კარტერის ხსოვნის პატივსაცემად, დიდ ეკრანზე მისი ფოტო იყო ნაჩვენები, წარწერით: აარონ კარტერი –  1987-2022. 

„ჩვენ ყველა ერთად გავიზარდეთ. დღეს ჩვენ გული გვაქვს დამძიმებული, რადგან გუშინ ჩვენი ოჯახის წევრი დავკარგეთ. ნიკის პატარა ძმა აარონ კარტერი გარდაიცვალა. მადლობას გიხდით თქვენი სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის და მხარდაჭერისთვის.“ – მიმართა აუდიტორიას კევინ რიჩარდსონმა.

ჰაუი დოროუმ კი დაამატა, რომ შემდეგ სიმღერას, პატარა ძმის, აარონ კარტერის ხსოვნას უძღვნიან. ჯგუფმა სიმღერა „Breathe“ აკაპელაში შეასრულა.

აარონ კარტერი შაბათს, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Billboard-ს, კარტერის მენეჯერმა დაუდასტურა. მომღერლის კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, როდესა ცხრა წლის ასაკში მან Backstreet Boys-ის ტურნეში მიიღო მონაწილეობა. მისი ჰიტები Aaron’s Party (Come Get It) და That’s How I Beat Shaq, ბილბორდის მუსიკალური ჩარტის ასეულში მოხვდა. აარონ კარტერს ხუთი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 

კვირას ნიკ კარტერმა თავისი ძმის ხსოვნას პოსტი მიუძღვნა:

„ჩემი გული დამსხვრეულია, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს ძმას რთული ურთიერთობა გვქონდა, ჩემი მისდამი სიყვარული არასდროს გამქრალა. ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ იგი ოდესმე გადადგამდა ნაბიჯს ჯანსაღი ცხოვრებისკენ, მოისურვებდა რომ ეპოვა გამოსავალი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა.  როდესაც ვინმეს ვკარგავთ, გვინდა ვიღაც ან რაღაც დავადანაშაულოთ მომხდარში. სიმართლე, კი ის არის რომ რაღაცაზე დამოკიდებულება და ფსიქიკური დაავადება ყველაზე დიდი ბოროტმოქმედია ამ საკითხში. ჩემი ძმა ძალიან მომენატრება. მიყვარხარ ჩიზ. ახლა უკვე შეგიძლია მშვიდად იყო, რომელიც აქ დედამიწაზე ვერსად იპოვე. მიყვარხარ ჩემო პატარა ძმაო.“

ნახეთ ემოციური მომენტი Backstreet Boys-ის ლონდონის კონცერტიდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Duran Duran, 2015 წლის 30 ივნისი, The Worx, ლონდონი. ფოტო: კრის ფლოიდი

Duran Duran-ის ყოფილი წევრი ენდი ტეილორი, ავთვისებიანი სიმსივნის გამო, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ბენდთან ერთად ვერ წარდგა

შემდეგი სტატია

რომეო, ჯულიეტა და რედიოჰედი, ანუ – „რედიო და ჯულიეტა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი