Fabrikaffiti 2022 – Urban Art Fest – ფაბრიკაში დაბრუნდა

„ეს ფესტივალი პირველი ფესტივალია საქართველოში, რაც გრაფიტის მიმართულებით ჩატარებულა. ზოგადად უდიდესი დატვირთა აქვს ურბანული სივრცის და სულის განვითარებისთვის მსგავს ღონისძიებებს.“
ფაბრიკა – Fabrikaffiti 2022
ფაბრიკა – Fabrikaffiti 2022

ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ქარხანა, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს, უკვე დიდი ხანია თბილისისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის ურბანულ-კულტურული ჰაბად იქცა.

ორ წლიანი პაუზის შემდეგ,  ფაბრიკაში Fabrikaffiti 2022 – Urban Art Fest ბრუნდება. ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდა, სადაც თექვსმეტმა არტისტმა  ორი კედელი მოხატა.

ფაბრიკა – Fabrikaffiti 2022

ღონისძიება 12-13 ნოემბერს გაიმართა.

არტისტი: CHILONE

„ეს ფესტივალი პირველი ფესტივალია საქართველოში, რაც გრაფიტის მიმართულებით ჩატარებულა. ზოგადად უდიდესი დატვირთა აქვს ურბანული სივრცის და სულის განვითარებისთვის მსგავს ღონისძიებებს. ქუჩაში წარწერები და ნახატები ქუჩის აურას და გარემოს ქმნიან, სწორედ ამიტომ,  მნიშვნელოვანია ქალაქში ბევრი კარგი და ხარისხიანი ნახატი შეიქმნას, რითაც  არტისტების განვითარებასაც ხელს შევუწყობთ.“ – არტისტი CHILONE

B-Boy ბეთლი – Urban Art Fest

Urban Art Fest-ის ფარგლებში არამხოლოდ კედლები მოიხატა, არამედ სხვა საინტერესო ურბანული ღონისძიებებიც გაიმართა. ისეთი, როგორიცაა პანელ დისკუსიები: ქალაქის ურბანული განვითარება ქუჩის ხელოვნების ჭრილში, დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქუჩის ხელოვნებისა და სკეიტბორდინგის შესახებ, წიგნის პრეზენტაცია, B-Boy ბეთლი, Twerk ბეთლი და სკეჩ ბეთლი. 

არტისტი – Tamoonz, ფესტივალის ორგანიზატორი და დამფუძნებელი – ბაჩა ხოფერია, ხელოვნებათმცოდნე – ქეთი შავგულიძე

„პირველად ფესტივალი 2016 წელს ჩატარდა, მაშინ ჯერ ფაბრიკა არც იყო გახსნილი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველი ივენთი იყო. თითქმის ყველა მონაწილე არტისტი უმეტესად წერს, ვიდრე ხატავს. ჩვენი სახატავი არეალი ფაბრიკის კედლებია. შესაბამისად მასშტაბი დიდი არ არის და სწორედ ამიტომ აქცენტი გრაფიტზე უფრო გვაქვს. 

ამ ფესტივალზე მონათესავე სუბკულტურების გაერთიანება ხდება. მასიური აქცენტი წელს ხატვაზე არ გვაქვს, თუმცა პროგრამა საკმაოდ დატვირთული და  მრავალფეროვანია. მაგალითად, პანელ დისკუსიაზე აქცენტი კეთდება არა ხატვაზე, არამედ ქალაქში ურბანულ სივრცეებზე და მათ განვითარებაზე.“ – ბაჩა ხოფერია, CRU-ს დამფუძნებელი და ფესტივალის ორგანიზატორი და დამფუძნებელი. 

ფესტივალის ფარგლებში პანელ დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით „ქალაქის ურბანული განვითარება, ქუჩის ხელოვნების ჭრილში“

12  ნოემბერს ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში ქალაქის ურბანული განვითარების და  ქუჩის ხელოვნების შესახებ პანელ დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს ქუჩის ხელოვნება, ურბანული და არქიტექტურული გამოწვევები, როგორც ქალაქის ხასიათის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ელემენტი.

ასევე, ფაბრიკას საგამოფენო სივრცეში,  Fabrikaffiti 2022-ის ფარგლებში მიშიკო სულაკაურის წიგნის Tbilisi on Comment-ის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

მიშიკო სულაკაურის წიგნი: Tbilisi on Comment

წიგნში თავმოყრილია თბილისის იერსახის მრავალშრიანი არქივი/ლექსიკონი. ავტორი აღწერს მოსახლეობის კომენტარებსა თუ მანიფესტაციებს ქუჩაში. ასევე გადმოცემულია თბილისის წარსულის მესიჯები და ნახატები, რომლებიც გაქრნენ ან შეიცვალნენ. 

ნესტან მამაცაშვილი – ფაბრიკა თბილისი, ბრენდ მენეჯერი

„Fabrikaffiti  – წელს მეხუთედ ტარდება,  თუმცა მანამდე ორი წელი წყვეტა გვქონდა, კოვიდის გამო. წელს შეიძლება ითქვას გვაქვს მინი დაბრუნება, რომელიც ძალიან ემოციური, ორგანული და მონატრებული ფესტივალია აქაურობისთვის. ფაბრიკა იყო პირველი ადგილი საქართველოში, სადაც Fabrikaffiti  ჩატარდა და შემდგომ წამოვიდა მსგავსი სხვა ფესტივალები. პირველად დაიშვა პრეცედენტი, რომ არტისტებს ფასადის დახატვის თავისუფალი შესაძლებლობა მიეცათ. მოგეხსენებათ ეს სივრცე იყო სამკერვალო ფაბრიკა, რომელსაც შემდეგ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რესტავრაცია და რედიზაინი და დარჩა ფასადი. სწორედ ამ არტისტებმა მოხატეს და შეცვალეს ეს ფასადი. 

ფაბრიკა - Fabrikaffiti 2022
ფაბრიკა – Fabrikaffiti 2022

ფესტივალის იდეიდან გამომდინარე, ყოველ წელს კედლები უნდა გადაღებილიყო, აქ ერთი წლით იდებს ბინას ნახატი და შემდეგ ხდება მისი განახლება. სხვა არტისტი მოდის და სხვა ნამუშევარს ქმნის. ეს არის ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმი, დოკუმენტი, კედელი, რომელიც ინფორმაციას და ისტორიას იტევს. რამდენ ადამიანს აქვს ამ კედლებზე თავისი კვალი დატოვებული. თექვსმეტი არტისტის გარდა, ფაბრიკის კედლებს ასევე მოხალისე არტისტებიც ხატავენ, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ფაბრიკას ფასადზე მინიმუმ ერთი წლით მაინც თავიანთი ნამუშევრები დატოვონ. შემდეგ წელს კი, ეს ტრადიცია კიდევ უფრო მასშტაბურად, კვლავ გაგრძელდება.“ნესტან მამაცაშვილი – ფაბრიკა თბილისი, ბრენდ მენეჯერი.

B-Boy ბეთლი – Urban Art Fest

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონი მიტჩელი ელტონ ჯონთან საუბარში ამბობს, რომ ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე გამოსვლისთვის რეპეტიციაც არ გაუვლია

შემდეგი სტატია

იოჰან სებასტიან ბახისა და მისი რჩეული კომპოზიტორების ნაწარმოებები რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაჟღერდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი