Pink-ი მომღერალ ბრენდი კარლაილს ტურნეში მონაწილეობას სთავაზობს

კარლაილი ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა
Pink 2017 წლის 19 ნოემბერი, ლოს ანჯელესი, ამერიკული მუსიკალური დაჯილდოება. ფოტო: კევინ ვინტერი
Pink 2017 წლის 19 ნოემბერი, ლოს ანჯელესი, ამერიკული მუსიკალური დაჯილდოება. ფოტო: კევინ ვინტერი

სახალისო ვირუსულ ვიდეოში სუპერ ვარსკვლავი Pink-ი,  ქანთრის მომღერალ ბრენდი კარლაილს მასთან ერთად გასტროლებზე მონაწილეობას სთავაზობს. 

ვიდეოში წყვილი ერთმანეთის გვერდით, ერთ ტონალობაში გამოწყობილნი სხედან.

Pink-ი ვიდეო ეპიზოდში კარლაილს ბოდიშს უხდის, რადგან მნიშვნელნი სატელეფონო საუბარი აქვს, ამ დროს კი, კარლაილი ტელეფონს უპასუხებს და საქმიანი საუბარი იწყება.

„ნამდვილად მეშინოდა შენთვის ამ კითხვის დასმა“ – ამბობს Pink, რაზეც კარლაილი უპასუხებს რომ ის გათხოვილია.

„რა თქმა უნდა, შენ გიყვარს შენი ცოლი“ – ადასტურებს  Pink და კითხულობს: „გამომყვები მუსიკალურ ტურნეზე?“

კარლაილის პასუხმაც არ დააყოვნა და დიდი სიხარულით დათანხმდა.

Pink-მა და ბრენდიმ ერთობლივი პერფორმანსი ამ თვის დასაწყისში, ლოს ანჯელესში, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეასრულეს, როდესაც დოლი პარტონის ღონისძიებას “Coat of Many Colors” შეუერთდნენ. 

დიდი შოუ მომავალ წელს ზაფხულის კარნავალიდან აიღებს გეზს, რომელიც 2023 წლის 7 ივნისს ბოლტონის უნივერსიტეტის სტადიონზე შედგება. გრანდიოზული შოუები კი ევროპაში გაგრძელდება.

საზაფხულო კარნავალი Pink-ის  Beautiful Trauma მსოფლიო ტურნეს გაგრძელებაა, რომელიც 2019-ში დასრულდა. ეს ტურნე მისი პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება Hurts 2B Human-ის შემდეგ. “Hurts 2B Human“ მომღერლის მერვე სტუდიური ალბომია, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

ბრენდი კარლაილის  მეშვიდე სტუდიური ალბომის გამოსვლის შემდეგ Billboard 200-ის ჩარტებში ალბომი მეთერთმეტე ადგილს იკავებს. საუკეთესო როკ, როკ და ალტერნატიულ და ამერიკულ ფოლკ ალბომებში კარლაილის კრებული ამ ეტაპზე პირველ ადგილს იკავებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ორი დიდი მუსიკოსის – იამანდუ კოსტასა და ვინსენტ პეირანის მუსიკა ქართულ სცენაზე

შემდეგი სტატია

ბიონსე, 2014 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი

ბიონსეს სტილისტმა მომღერლის ერთ-ერთი ჩაცმულობა Met Gala-ზე დაიანა როსის პატივსაცემად შექმნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი