ზოე კრავიცის თქმით, კარანტინის პერიოდი  მან   და ტეილორ სვიფტმა ერთად გაატარეს

პანდემიის პირველ დღეებში მეგობრებმა გარკვეული პერიოდი ლონდონში ერთად გაატარეს.
ზოე კრავიცი ოსკარის 94-ე ყოველ წლიურ დაჯილდოებაზე ჰოლივუდში. 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: ჯეფ კრავიცი
ზოე კრავიცი ოსკარის 94-ე ყოველ წლიურ დაჯილდოებაზე ჰოლივუდში. 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: ჯეფ კრავიცი

„ლონდონში ყოფნის პერიოდში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა გვერდით მეგობარი მყავდა.“ თქვა ზოემ, ჟურნალ Gentlemen’s Quarterly-სთან ინტერვიუს დროს.

თავის მხრივ, ტეილორ სვიფტმაც აღნიშნა, რომ ეს დრო მან სასიამოვნოდ გაატარა: „ზოე გამორჩეული არტისტი და წარმოუდგენლად კარგი მეგობარია. მას  განსაკუთრებული შინაგანი გულწრფელობა აქვს.“

შედეგად მათ შექმნეს მუსიკალური დუეტი, სადაც ზოე კრავიცი ალბომ Midnights-ის სიმღერა “Lavender Haze”-ში  ბექ ვოკალს ასრულებს.

ტეილორ სვიფტი ეკრანებზე ბეტმენის გამოსვლის დროს  მეგობარს ინსტაგრამზე გულშემატკივრობდა. ზოე კრავიცი ფილმში ქალი კატის როლს ასრულებს.  “@zoeisabellakravitz ოცნების ქალი კატაა, ეს იყო ფენომენალური ბეტმენი.” 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ინფორმაცია არ გაჟღერებულა, ზოე კრავიცმა დაადასტურა, რომ ტეილორ სვიფტის ალბომ Midnights-ში მასაც აქვს  წვლილი შეტანილი. ზოემ ასევე სადებიუტო სოლო ალბომიც გამოსცა.

ნახეთ, ზოე კრავიცის სრული ინტერვიუ ჟურნალში Gentlemen’s Quarterly

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Notorious B.I.G.

ჰიპერ რეალისტური Notorious B.I.G.-ს ფოტო და ვირტუალური კონცერტი Diddy-ს, The Lox-ის და  Latto-ს მონაწილეობით

შემდეგი სტატია

First Stream: ახალი მუსიკა ფარელ უილიამსისა და ტრევის სკოტისგან, ნიკი მინაჟისგან, მალუმასა და სხვა მუსიკოსებისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ