First Stream: ახალი მუსიკა ფარელ უილიამსისა და ტრევის სკოტისგან, ნიკი მინაჟისგან, მალუმასა და სხვა მუსიკოსებისგან

ნახეთ კვირის სიახლეები
ფარელ უილიამსი
Victor Boyko/GI For Kenzo

ბილბორდის First Stream ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენების გიდია. გამოცემების, რომლებზეც ყველა ისაუბრებს კვირის განმავლობაში და არა მხოლოდ. 
ნახეთ კვირის  მნიშვნელოვანი მოვლენები:

ფარელ უილიამსი და ტრევის სკოტი, “Down In Atlanta”

წელს ფარელ უილიამსმა სიმღერები ისეთი მუსიკოსებისთვის შექმნა, როგორებიც არიან როსალია, კენდრიკ ლამარი და ომარ აპოლო. ახლა კი უილიამსი ახალ სინგლს უშვებს სახელწოდებით “Down In Atlanta”. ამჯერად ახალგაზრდა სუპერვარსკვლავთან, ტრევის სკოტთან ერთად.

ნიკი მინაჟი, მალუმა და მირიამ ფარესი, “Tukoh Taka”

მსოფლიო თასის სეზონია. ამის აღსანიშნავად ყატარში ნიკი მინაჟი, მალუმა და მირიამ ფარესი ოფიციალური ფიფას ფან-ფესტივალის ჰიმნს ასრულებენ, რომელიც ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზეა. სიმღერის პირველ ნაწილს ნიკი მინაჟი ასრულებს, მეორე ნაწილში კი მალუმა სიმღერას მალუმა უერთდება. მისამღერს მირიემ ფარესი ასრულებს. 

Saweetie, The Single Life EP

Saweetie 2023 წლისთვის ემზადება, მაგრამ მანამდე ის თავის ვარსკვლავურ ძალასა და არტისტულ პოტენციალს ახალ ექვს-სიმღერიან პროექტში ამჟღავნებს სახელწოდებით “The Single Life”.

Disturbed, Divisive 

Disturbed-მა ახალი ალბომი გამოუშვა.  ეს ჯგუფის რიგით მერვე სტუდიური ალბომია, რომელშიც ყველა მათი გამორჩეული სიმღერა შედის.

Brockhampton, The Family და TM

ახალი ალბომები The Family და TM  ჰიპ-ჰოპ ჯგუფის ბოლო ნამუშევრებია. ბოლო დროს ჯგუფის წევრები მათ დაშლას მიგვანიშნებდნენ, თუმცა ეს ორი უკანასკნელი პროექტი მათ წარმატებით გამოიყენეს, რომ დაებრუნებინათ ის, რითაც აღიარება მოიპოვეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება შემდეგ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ Brockhampton-ის მუსიკა ნამდვილად გაუძლებს დროს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზოე კრავიცი ოსკარის 94-ე ყოველ წლიურ დაჯილდოებაზე ჰოლივუდში. 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: ჯეფ კრავიცი

ზოე კრავიცის თქმით, კარანტინის პერიოდი  მან   და ტეილორ სვიფტმა ერთად გაატარეს

შემდეგი სტატია

ადელი და ბიონსე გრემიზე კვლავ ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან. ნახეთ მუსიკოსები, რომლებიც სხვადასხვა დროს წლის ალბომის კატეგორიაში ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი