კანიე უესტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

„დიახ, ეს მარტივია, ჩვენ მომავლისკენ ვისწრაფვით“, თქვა კანიე უესტმა, როდესაც მას ჰკითხეს, საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს თუ არა მონაწილეობის მიღებას.
კანიე უესტი, კრისტიან დიორის ჩვენებაზე, 2015 წელი, პარიზი. ფოტო: რინდოფ დუფური.
კანიე უესტი, კრისტიან დიორის ჩვენებაზე, 2015 წელი, პარიზი. ფოტო: რინდოფ დუფური.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, კანიე უესტი 2024 წელს, კვლავ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

კანიე უესტმა განაცხადა, რომ მის საარჩევნო კამპანიაზე ალტერნატიული მემარჯვენე პოლიტიკოსი – მილო იანოპულოსი  იზრუნებს. იანოპულოსი ახალი ამბების ულტრა-მემარჯვენე გამოცემა Breitbart-ის მთავარი რედაქტორი იყო, ბოლოს კი, რესპუბლიკელ კონგრესმენ, მარჯორ ტეილორ გრინითან მუშაობდა.

სოციალურ მედიაში კანიე უესტს და  მილო იანოპულოსს პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუჟღერებიათ.

2020 წლის 4 ივლისს, გრძელვადიანი საპრეზიდენტო კამპანიის დაწყება რეპერმა „დაბადების დღის წვეულების“ ბანერით გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც პარტია დაგვიანებით დაარეგისტრირა, კანიე უესტმა კენჭისყრის შედეგად ჯამში  70, 000 ხმა მიიღო.

ეს წელი კანიე უესტისტთვის რთული და სადავო იყო.  ანტისემიტური განცხადებებით დაწყებული, რომელსაც კიმ კარდაშიანის ყოფილი ბოიფრენდის – პიტ დევიდსონის მისამართით ძალადობრივი რიტორიკა მოჰყვა, დამთავრებული White Lives Matter-ის მაისურით გამოწვეული სკანდალით. ეს მაისური მომღერალს პარიზის მოდის კვირეულზე Yeezy-ის ხაზის პრემიერაზე ეცვა.

კანიე უესტმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა Daily Show-ს წამყვან ტრევორ ნოეს, გააკრიტიკა კომიკოს  D.L. Hughley-ის სტილი და პიტ დევიდსონთან მეგობრობის გამო მუსიკოსი Kid Cudi უხეშად მოიხსენია. თუმცა, კანიე უესტის ყველა მსგავსი პოსტი სოციალური ქსელებიდან უკვე წაშლილია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტივი უანდერმა და ჩარლი პუთმა ლიონელ რიჩის 2022 წლის AMA-ზე ვარსკვლავური “We Are The World” მიუძღვნეს 

შემდეგი სტატია

ნახეთ AMA-ს (ამერიკული მუსიკის დაჯილდოება) გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბიონსე კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა: „დროა, ამერიკამ ახალი სიმღერა იმღეროს”

„მე აქ არ ვდგავარ, როგორც ცნობილი სახე. აქ არ ვდგავარ, როგორც პოლიტიკოსი. მე აქ ვდგავარ, როგორც დედა,” - აღნიშნა პოპვარსკვლავმა.
მეტი

ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის ხმის მისაწვდენად კამალა ჰარისის კამპანიამ ტეილორ სვიფტის ფილტრი შექმნა

დემოკრატები სხვადასხვა შტატში „ერას ტურის” თემატურ ბილბორდებსაც ათავსებენ.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ტეილორ სვიფტის ყალბი მხარდამჭერი ფოტოების გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხის შემცველია

მომღერალს მხარი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია.
მეტი