ნახეთ AMA-ს (ამერიკული მუსიკის დაჯილდოება) გამარჯვებულები

ტეილორ სვიფტი ექვსი ჯილდოს, მათ შორის წლის არტისტის მფლობელი გახდა

ტეილორ სვიფტი 2022 წლის AMA-ს მთავარი ვარსკვლავი იყო, რომელიც სახლში 6 პრიზით წავიდა, მათ შორის იყო ღონისძიების მთავარი ჯილდო – წლის არტისტი.

ყველაზე მეტჯერ ნომინირებულმა Bad Bunny-მ ჯამში ორი ჯილდო მოიპოვა რვა ნომინაციიდან. Ბიონსემ, ჰარი სტაილსმა, კენდრიკ ლამარმა და BTS-მა ასევე 2-2 პრიზი დაიმსახურეს. 

ნახეთ ძირითად ნომინაციებში გამარჯვებულთა სია:

წლის არტისტი – ტეილორ სვიფტი. ნომინირებული იყვნენ ადელი, ბიონსე, ჰარი სტაილსი, დრეიკი და Bad Bunny

წლის თანამშრომლობა – ელტონ ჯონი და დუა ლიპა “Cold Heart – PNAU Remix”

რჩეული მუსიკალური ვიდეო – ტეილორ სვიფტი “All Too Well (Taylor’s Version)”

რჩეული მამაკაცი პოპ მუსიკოსი – ჰარი სტაილსი
რჩეული ქალი პოპ მუსიკოსი – ტეილორ სვიფტი. ადელი და ბიონსე ამ ნომინაციაშიც იყვნენ წარდგენილნი. 
რჩეული პოპ ჯგუფი ან დუეტი – BTS
რჩეული პოპ ალბომი – ტეილორ სვიფტი Red (Taylor’s Version). წარდგენილი იყო ასევე ადელის “30” და ბიონსეს “Renaissance”, რომლებიც გრემიზეც არიან ნომინირებული.
რჩეული პოპ სიმღერა – ჰარი სტაილსის  “As It Was”

რჩეული მამაკაცი ჰიპ-ჰოპ არტისტი – კენდრიკ ლამარი
რჩეული ქალი ჰიპ-ჰოპ არტისტი – ნიკი მინაჟი
რჩეული ჰიპ-ჰოპ ალბომი – კენდრიკ ლამარი, Mr. Morale & The Big Steppers
რჩეული ჰიპ-ჰოპ სიმღერა – Future ft. Drake & Tems, “Wait For U”

რჩეული მამაკაცი R&B არტისტი – კრის ბრაუნი
რჩეული ქალი R&B არტისტი – ბიონსე
რჩეული R&B ალბომი – ბიონსე, Renaissance 
რჩეული R&B სიმღერა – Wizkid ft. Tems, “Essence”

რჩეული როკ არტისტი – Machine Gun Kelly
რჩეული როკ სიმღერა Måneskin, “Beggin’” 
რჩეული როკ ალბომი – Ghost, Impera

რჩეული საუნდტრეკი – ELVIS.  წარდგენილი იყო Encanto, Stranger Things მეოთხე სეზონი, Sing 2 და Top Gun: Maverick.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტი, კრისტიან დიორის ჩვენებაზე, 2015 წელი, პარიზი. ფოტო: რინდოფ დუფური.

კანიე უესტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

შემდეგი სტატია

სემ სმითი - სამეფო ალბერტ ჰოლში პერფორმანსის დროს, 2022 წლის 21 ოქტომბერი, ინგლისი. ფოტო: ჯო ჰეილი

სემ სმითი ალბომ Gloria-ს სათაურის მნიშვნელობას ხსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი