ნუცა თოფურიას სოლო-კონცერტი –  სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია

ნუცა თოფურია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე პირველი სოლო-კონცერტით წარდგება. კონცერტს „მოვალ” ერთი თვით ადრე წინ უძღოდა იმავე სახელწოდების სადებიუტო ალბომის გამოცემა. ალბომში შესულია 10 სიმღერა, რომელთა უმრავლესობაც ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციების ახლებური ვერსიებია. დღევანდელი კონცერტიც სწორედ ამ ალბომის პრეზენტაცია იქნება.

ნუცა თოფურია:

ალბომს და შესაბამისად, კონცერტსაც ჰქვია მოვალ”. ამას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველ რიგში, ყველაზე დიდი წარმატება ამ სიმღერამ მომიტანა. მეორეა, რომ სწორედ მისი მოსმენის შემდეგ გადაწყდა ჩემი სადებიუტო ალბომის ჩაწერა. მესამე და ამ სიტყვის ჩემეული ახსნა კი ის არის, რომ ძალიან მინდა, მსმენელის გულებამდე მოვიდე.”

ნუცა თოფურიასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ცხადაძე, ნოდარიკო ხუციშვილი, ლუკა ჭოხონელიძე, სანდრო გეგეჭკორი და ლუკა თოფურია. დაუკრავს ბენდი „ნიუტონი”. პროექტზე Bravo Records-მა იმუშავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბუნკერი“ – მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესმა ახალი ალბომი This Is Me … Now დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი