დონალდ ტრამპს კანიე უესტთან სადილის გამო ადანაშაულებენ

სადილზე იყო ნიკ ფუენტესიც, ულტრამემარჯვენე აქტივისტი, რომელიც ანტისემიტური და რასისტული რიტორიკითაა ცნობილი.
დონალდ ტრამპი და კანიე უესტი ტრამპ თაუერში, 2016 წელი
Drew Angerer/Getty Images

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად  კანიე უესტთან სადილის გამო. სადილი ტრამპის კუთვნილ კურორტზე Mar-a-Lago-ზე შედგა და მას ნიკ ფუენტესიც ესწრებოდა, რომელიც ანტისემიტური და რასისტული რიტორიკითაა ცნობილი. 

მომხდარზე თეთრმა სახლმა განცხადებაც გაავრცელა: „სიძულვილისა და ანტისემიტიზმის ადგილი ამერიკაში არ არის და არც Mar-a-Lago-ში. ჰოლოკოსტის უარყოფა მიუღებელი და საშიშია და ის ძლიერად უნდა იყოს დაგმობილი.”

ტრამპმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ნიკ ფუენტესს აქამდე არასდროს შეხვედრია და მასზე არც არაფერი იცოდა, სანამ კანიესთან ერთად კლუბში არ მივიდა. თუმცა ტრამპს არ დაუდასტურებია ფუენტესის რასიზმისა და ანტისემიტიზმის ისტორია და არც მისი განცხადებები დაუგმია.

ტრამპმა სოციალურ ქსელში კანიეზეც დაწერა: „კარგი დრო გავატარეთ. მას არ გამოუხატავს ანტისემიტიზმი და ვაფასებ იმ კარგ რაღაცებს, რაც ჩემზე თქვა ტაკერ კარლსონთან ეთერში. და რატომ არ უნდა დავთანხმებულიყავი შეხვედრაზე?”

ყოფილ პრეზიდენტს სიძულვილის ენის არ შემჩნევის საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. 2016 წლის კამპანიის დროს, როცა სთხოვეს, დაეგმო კუ-კლუქს-კლანი მას შემდეგ, რაც ჯგუფის ყოფილმა ლიდერმა მას მხარი დაუჭირა, ტრამპმა თემას თავი აარიდა და უპასუხა, რომ არაფერი იცოდა დევიდ დუკის შესახებ. 2017 წელს კი თეთრკანიანი ნაციონალისტების აქციის შემდეგ ტრამპი გააკრიტიკეს განცხადებისთვის, სადაც ძალადობაზე პასუხისმგებლობას ის ორივე მხარეს აკისრებდა.

რაც შეეხება კანიე უესტს, რომლის ახალი სახელიცაა Ye, მისი თქმით, ფლორიდაში იმისთვის ჩავიდა, რომ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დალაპარაკებოდა. კანიე ამბობს, რომ ის პრეზიდენტად იყრის კენჭს და ტრამპს შესთავაზა, მისი მოკავშირე და მარჯვენა ხელი გამხდარიყო. თუმცა შემდეგ შეხვედრა დაიძაბა, რადგან ტრამპი რეპერის თხოვნით აღშფოთდა, კანიე კი გაბრაზდა ყოფილი პრეზიდენტისგან მისი ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანის კრიტიკის გამო. 

„ტრამპმა მაგიდასთან ყვირილი დამიწყო. მეუბნებოდა, რომ წავაგებდი. ოდესმე ისტორიაში უმუშავია იმას, რომ Ye-სთვის ეთქვათ, წააგებო? თქვენ Ye- ელაპარაკებით!” –  ამბობს ის ვიდეოში.

კანიე იმასაც აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ნამდვილად მოიხიბლა ნიკ ფუენტესით.

ტრამპმა კი განცხადებების სერია გაავრცელა, რომლებშიც ცდილობდა, აეხსნა კანიესთან შეხვედრის გარემოებები.

„კანიე უესტს ძალიან უნდოდა Mar-a-Lago-ს მონახულება. ჩვენი სადილი დაგეგმილი იყო, როგორც მხოლოდ ჩემი და კანიესი, მაგრამ ის მოვიდა სტუმართან ერთად, რომელსაც აქამდე არასდროს შევხვედრივარ და მასზე არც არაფერი ვიცოდი,” –  ამბობს ტრამპი თავის პირველ განცხადებაში.

არც ისე დიდი ხნის შემდეგ კი სოციალური ქსელებში წერს, რომ კანიე და მისი სამი მეგობარი, რომელთა შესახებაც არაფერი იცოდა, მოულოდნელად გამოჩნდნენ მის კურორტზე.

„ჩვენ ვისადილეთ. ეზოში კლუბის სხვა სტუმრებიც იყვნენ. Სადილი სწრაფი და არაფრით გამორჩეული იყო. Მერე ისინი აეროპორტში წავიდნენ.” 

რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპმა ისევ დაპოსტა და განაცხადა, რომ კანიემ ნამდვილად არ უნდა იყაროს კენჭი პრეზიდენტად და რომ ყველა ამომრჩეველმა ხმა ტრამპს უნდა მისცეს. „თუმცა კარგი დრო გავატარეთ, მას არ გამოუხატავს ანტისემიტიზმი და მე ვაფასებ იმ კარგ რაღაცებს, რაც მან ჩემზე თქვა ტაკერ კარლსონთან ეთერში. და Რატომ არ უნდა დავთანხმებოდი შეხვედრაზე? და კიდევ, მე არ ვიცნობდი ნიკ ფუენტესს.”

თავად ფუენტესმა კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ტრამპს მის შესახებ გაგონილი ჰქონოდა. „Მგონი არ იცოდა, რომ სადილზე მე მე ვიყავი.”

„არ მინდოდა, ჩემი განცხადებებითა და ჩემი მთელი ისტორიით პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა გავმხდარიყავი,” – დაამატა მან თავის შოუში.

შეხვედრამ დაუყოვნებლივი კრიტიკა გაამოიწვია როგორც ტრამპის კრიტიკოსებისგან, ასევე მისი მხარდამჭერებისგანაც.  მათ შორის იყო დევიდ ფრიდმენი, რომელიც ტრაპის ელჩი იყო ისრაელში.

„სოციალური ვიზიტიც კი ანტისემიტ კანიე უესტთან და ნიკ ფუენტესთან მიუღებელია. მოვითხოვ, რომ მოისროლო ეს უვარგისი ადამიანები, უარი თქვა მათზე და გაგზავნო ისტორიის ნაგავსაყრელზე, იქ სადაც მათი ადგილია.”

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა Მაიკ პომპეომ ასევე დაგმო ანტისემიტიზმი, თუმცა კონკრეტულად ტრამპის სადილზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

„ანტისემიტიზმი სიმსივნეა. ჩვენ ებრაელ ხალხთან ვდგავართ,” –  დაწერა პომპეომ.

და როცა მასაჩუსეტში დასვენებისას ბაიდენს ჰკითხეს ტრამპისა და კანიეს შეხვედრის შესახებ, პრეზიდენტმა უპასუხა: „არ გენდომებათ გაიგოთ, რას ვფიქრობ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზეინ მალიკი. ფოტო: ნაბილი

ჯიმი ჰენდრიქსის ოთხმოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზეინი მისი სიმღერის  Angel-ის ქავერ ვერსიას ქმნის

შემდეგი სტატია

ბიონსე - ფოტო: მეზონ პული

2022 წლის Soul Train Awards-ზე ბიონსემ დიდი გამარჯვება მოიპოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბიონსე კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა: „დროა, ამერიკამ ახალი სიმღერა იმღეროს”

„მე აქ არ ვდგავარ, როგორც ცნობილი სახე. აქ არ ვდგავარ, როგორც პოლიტიკოსი. მე აქ ვდგავარ, როგორც დედა,” - აღნიშნა პოპვარსკვლავმა.
მეტი

ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის ხმის მისაწვდენად კამალა ჰარისის კამპანიამ ტეილორ სვიფტის ფილტრი შექმნა

დემოკრატები სხვადასხვა შტატში „ერას ტურის” თემატურ ბილბორდებსაც ათავსებენ.
მეტი

ტეილორ სვიფტის ყალბი მხარდამჭერი ფოტოების გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხის შემცველია

მომღერალს მხარი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია.
მეტი

დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პირველი დებატები 2024 წლის VMA-ის ღამეს ემთხვევა

ამ ზაფხულს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა აქტუალური საპრეზიდენტო მოვლენა და დაჯილდოების ცერემონია ერთსა და იმავე დღეს ხდება.
მეტი

კამალა ჰარისი კამპანიის ფარგლებში თავისი გუნდის წინაშე ბიონსეს Freedom-ის ფონზე წარდგა

ჰარისმა გუნდს მას შემდეგ მიმართა, რაც ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად მხარი მას დაუჭირა.
მეტი

მუსიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმიანებიან

„ჯო ბაიდენი ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ეტაპზეც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია,” - განაცხადა ბაიდენის მხარდამჭერმა ბარბრა სტრეიზანდმა.
მეტი