ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი სიმღერის რეალური ისტორია

ნახეთ, როგორ გახდა არგენტინული ჯგუფის La Mosca-ს სიმღერა Muchachos, Ahora Nos Volvimos a Ilusionar არგენტინის გულშემატკივრების და საფეხბურთო გუნდის ფავორიტი.
მომღერალი გილერმო ნოვალისი, ჯგუფი La Mosca. ფოტო ენტონი კაო
მომღერალი გილერმო ნოვალისი, ჯგუფი La Mosca. ფოტო ენტონი კაო

კატარში, 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე, 26 ნოემბერს არგენტინა-მექსიკის თამაში არგენტინას სასარგებლოდ  2-0 დასრულდა. სოციალურ მედიაში არგენტინელი ფეხბურთელების ვიდეო გავრცელდა, სადაც, ფეხბურთელები გამარჯვებას La Mosca-ს სიმღერით Muchachos, Ahora Nos Volvimos a Ilusionar აღნიშნავენ.

@elgrafico Nos volvimos a ilusionar 😍 gracias @Nicolas Otamendi #fifaworldcup ♬ sonido original – El Gráfico | El mejor fútbol

სიმღერა Muchachos მას შემდეგ მოექცა  ყურადღების ცენტრში, რაც  ლიონელ მესიმ არგენტინულ არხთან ინტერვიუში მის საყვარელ  სიმღერად დაასახელა. ტექსტში თავად ფეხბურთელი, ლიონელ მესიც კი არის ნახსენები:

“მე დავიბადე არგენტინაში, დიეგოსა და ლიონელების ქვეყანაში. ბავშვები ფოლკლენდის კუნძულიდან, რომელთაც არასოდეს დავივიწყებთ.”

სიმღერის თავდაპირველი სახელწოდება Muchachos, Esta Noche Me Emborracho (ბიჭებო, ამაღამ დავთვრები) იყო, რომელიც 2003 წელს La Mosca-ს ვოკალისტ გილერმო ნოვალისის და სერგიო კაირატის მიერ დაიწერა. 2021 წლის ივლისში, ფერნანდო რომერომ სიმღერისთვის ახალი ტექსტი დაწერა, რომელიც კოპა ამერიკის საფეხბურთო ფინალამდე, არგენტინის განვლილ გზას მიეძღვნა. მუსიკოსის გადამღებ ჯგუფთან შემთხვევითმა შეხვედრამ სიმღერა ვირუსული გახდა, რომელმაც ლიონელ მესის და მისი თანაგუნდელების ყურადღებაც მიიპყრო.

სიმღერის ახალმა ვერსიამ, მისი ავტორების – გილერმო ნოვალისის და ბენდის La Mosca – ის ინტერესი გამოიწვია. მათ ახალი ვერსია ჩაწერეს და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამოსცეს. 

ნახეთ სიმღერა Muchachos ახალი ვერსია:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტი. 2016 წლის 28 ივნისი, ჰოლივუდი. ფოტო:ჯონათან ლეიბსონი

Adidas დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს მას შემდეგ, რაც ყოფილმა თანამშრომლებმა კანიე უესთი შეუფერებელ ქმედებებში დაადანაშაულეს

შემდეგი სტატია

სელენა გომესი და Blackpink ფოტოებში ერთად პოზირებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი