მაილი საირუსი 30-ე დაბადების დღეზე ბედნიერია: „მადლობელი ვარ ამდენი სიყვარულისთვის”

მაილი საირუსი
Amy Sussman/WireImage

მაილი საირუსი 30-ე დაბადების დღეზე ბედნიერია. მომღერალმა, რომელიც მეოთხე დეკადაში გადავიდა, სოციალურ ქსელში ფოტო დადო, სადაც სადღესასწაულო ტორტთან ერთად პოზირებს. „30. მადლობელი ვარ ამდენი სიყვარულისა და კეთილი სურვილებისთვის”, – დაწერა მან.  მაილიმ მილოცვები ცნობილი მეგობრებისგანაც მიიღო. მისმა ნათლიამ, ქანთრის სუპერვარსკვლავმა დოლი პარტონმა საირუსს მათი ერთობლივი ფოტოები გაუზიარა და ასე მიულოცა: „გილოცავ დაბადების დღეს! ერთი სული მაქვს, როდის ვიზეიმებ შენთან ერთად და როდის დავრეკავთ საახალწლო ზარს.” რამდენიმე დღით ადრე კი ორმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ სწორედ ისინი იქნებიან NBC-ს ყოველწლიური საახალწლო გამოშვების თანაწამყვანები. 

NBC-ს საახალწლო წვეულებას საირუსი მეორედ გაუძღვება. შარშან მისი თანაწამყვანი პიტ დევიდსონი იყო. 

ნახეთ მაილის დაბადების დღის პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2022 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების სრული სია უკვე ცნობილია

შემდეგი სტატია

სტეფანემ ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი