ბილი აილიშის თქმით, შეყვარება მისთვის რთულია: „ეს საშიში რამ არის“

ახალ ინტერვიუში მომღერალი თავისი სტილის ევოლუციაზე საუბრობს

High Snobiety-სთან ინტერვიუში ბილი აილიშმა საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ცოტა ხნის წინ Vanity Fair-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ჯგუფ The Neighbourhood-ის წევრს, მომღერალ ჯესი რაზერფორდს ხვდება და რომ მას „ეს ძალიან აბედნიერებს“. 

ინტერვიუში 20 წლის აილიში სასიყვარულო ცხოვრებაზე საუბრისას საკმაოდ ფრთხილი იყო და თავის 31 წლის პარტნიორის ხსენებას თავს არიდებდა. მომღერალი ზოგადად საუბრობდა სიყვარულის მნიშვნელობის შესახებ. „Შეყვარება ჩემთვის რთული რამ არის“ – აღნიშნა ბილი აილიშმა – „სიყვარული საშიში რამეა, ის მართლაც საშიშია“.

High Snobiety-ის სტატია ძირითადად ბილი აილიშის სტილის ევოლუციაზე კონცენტრირდება. კარიერის დასაწყისში აილიში უნისექს იმიჯით იყო ცნობილი, მუსიკოსმა ბოლო 7 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მაღალი მოდის სამყაროში შეაბიჯა. 2022 წელს, Met Gala-ზე Gucci-ის გადამუშავებული მასალისგან შექმნილი კოსტიუმითაც გამოჩნდა. 

როგორც ბილი აილიშმა აღნიშნა, მოდის კვირეულებს წარმოდგენის სახე აქვს, რაც მას ძალიან აღიზიანებს. მომღერლის თქმით, მოდა მისთვის არა მხოლოდ  მამოძრავებელი ძალაა, არამედ – ადამიანებთან დაკავშირების საშუალებაც. 

Ხალხი მე მხედავდა, როგორც 15 წლის ბავშვს, რომელსაც ეცვა, გამოიყურებოდა, მოქმედებდა და საუბრობდა თავისებურად. ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ შემეძლო იმის გაკეთება, რაც მომესურვებოდა. ახლა შემიძლია გამოვიყურებოდე მართლაც მასკულინურად, თუ ასე მინდა, ან ვიყო ფემინური და ეს განხილვის თემა არ იქნება.“ ბილი აილიშის თქმით, ყველაზე სექსუალურად თავს მაშინ გრძნობს, როცა მასკულინურად იცვამს. 

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ სუნამოს, სახელწოდებით Eilish No. 2 გამოშვებით, საზოგადოების ნდობა მოიპოვა და ახლა უკვე შეუძლია, არამუსიკალური წამოწყებებითაც  გააფართოოს თავისი გავლენა. “ვფიქრობ, ადამიანებმა მეტად სერიოზულად ჩემი მასკულინური სტილის გამო მიმიღეს. ფემინური რომ ვყოფილიყავი, ადამიანები ნაკლები პატივისცემით განეწყობოდნენ ჩემ მიმართ”- ამბობს ბილი აილიში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ Youtube-ის 2022 წლის ტოპ სიმღერები

შემდეგი სტატია

2022 წელს Drake Spotify-ზე ყველაზე ხშირად სხვა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავს უსმენდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი