კირსტი ელი, Emmy-ს მფლობელი ვარსკვლავი, სამოცდათერთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა

კირსტი ელი სიმსივნით გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობის შვილებმა Twitter-ზე გამოაქვეყნეს.
კირსტი ელი "Cheers"-ის ეპიზოდში
კირსტი ელი “Cheers”-ის ეპიზოდში

მსახიობი სამოცდათერთმეტი წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაუდგინდა. მსახიობის მენეჯერმა დონოვან დათრიმ, ამის შესახებ ინფორმაცია Associated Press-თან დაადასტურა.

„ის არამარტო საკულტო სახე იყო კინოეკრანზე, არამედ საოცარი დედა და ბებია„- ნათქვამია მსახიობის შვილების, თრუ და ლილი პარკერების განცხადებაში.

სერიალ Cheers-ში კრისტი ელიმ, რებეკა ჰოუს როლი, ტედ დენსონთან ერთად შეასრულა. მას NBC-ზე, საავტორო სიტკომი Veronica’s Closet-ც ჰქონდა, რომელიც ეთერში – 1997 წლიდან 2000 წლამდე გადიოდა.

1987 წელს მსახიობმა  დედის როლი, კომედიურ ფილმ Look Who’s Talking-ში ითამაშა, ფილმმა კრისტი ლის დიდი წარმატება და პოპულარობა  მოუტანა. 1990 წელს მსახიობმა ფილმის მეორე ნაწილშიც მიიღო მონაწილეობა. ფილმში კრისტი ლის პარტნიორი ჯონ ტრავოლტა გახლავთ       

ტრავოლტამ ინსტაგრამ პოსტზე მსახიობის ხსოვნის პატივსაცემად პოსტი გამოაქვეყნა:

„კირსტისთან განსაკუთრებული და გამორჩეული ურთიერთობა მქონდა. მიყვარხარ, ვიცი რომ ერთმანეთს ისევ შევხვდებით“ – თქვა ჯონ ტრავლოტამ.

ვარსკვლავი ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე რეალითი შოუშიც გამოჩნდა, მათ შორის Dancing With the Stars და The Masked Singer.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

შემდეგი სტატია

ტატო ახალკაციშვილი

თოთხმეტ დღეში შექმნილი თვრამეტი გრაფიკული ნამუშევარი – ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა, რია ქებურიას საგალერეო სივრცეში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი