თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

კინოფესტივალს წელს რამდენიმე სექცია დაემატა, ერთ-ერთი მათგანი „ოსკარის მაძიებლებია”. სექცია სხვადასხვა ქვეყნიდან ოსკარზე წარსადგენ ფილმებს აერთიანებს.

თბილისის საერთაშორისო  კინოფესტივალი ქართული სახელოვნებო სივრცის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. 2022 წელს, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით ტარდება და სხვადასხვა სექციაში არა ერთ ქართულ და საერთაშორისო ნამუშევარს აერთიანებს. წელს გამორჩეული კინოფესტივალის გახსნა იყო, რომელსაც ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, რეჟისორი აგნიეშკა ჰოლანდი დაესწრო. ჰოლანდს საპატიო პრომეთე გადაეცა. თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში“, სწორედ აგნიეშკა ჰოლანდია წარმოდგენილი. ფესტივალის გახსნაზე მისი ფილმი – „მისტერ ჯონსი“ იყო ნაჩვენები.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალზე საპატიო „პრომეთეს“ ასევე გადასცემენ რეჟისორ ოთარ იოსელიანს. 

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო ჩვენებების განრიგი მრავალფეროვანია. კინოფესტივალის ასეთი მასშტაბებით დაბრუნება პანდემიის რეგულაციების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პანდემიის იძულებითი წყვეტის შემდეგ, კინოფესტივალი სრული მასშტაბით დაბრუნდა კინოთეატრში. Წელს ჩვენ 100-მდე ფილმს ვაჩვენებთ. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. დაემატა რამდენიმე სექცია, ერთ-ერთი მათგანი არის „ოსკარის მაძიებლები”. ეს სექცია აერთიანებს ოსკარზე წარსადგენ ფილმებს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს ფესტივალის სტუმარი ქვეყანა რუმინეთია. ბოლო პერიოდში რუმინეთში კინოინდუსტრია საკმაოდ განვითარდა და რუმინული ფილმები მაღალი მხატვრული ღირებულებებით გამოირჩევა. Წელს ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტშია უკრაინა და უკრაინული ფილმები. პროგრამა ასევე მოიცავს არა ერთ ისეთ ცნობილ ნამუშევარს, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე პრესტიჟული პრიზები მოიპოვეს” – აღნიშნა Billboard Georgia-სთან საუბრისას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალურმა დირექტორმა გაგა ჩხეიძემ. 

4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე მსოფლიო კინო ინდუსტრიის გამორჩეული ნამუშევრები იხილონ. „სევდის სამკუთხედი“, „ალკარასი“, „ახლოს” – ეს იმ სახელგანთქმული ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც არა ერთი გავლენიანი კინოფესტივალის ტრიუმფატორებად იქცნენ. 

5 დეკემბერს, ფესტივალის ფარგლებში ფილმი „მარიუპოლისი 2“ აჩვენეს. ფილმის შემქმნელი უკრაინელი რეჟისორი მანტას კვედარავიჩუსია, რომელიც გადაღებების დასრულებამდე მარიუპოლში მოკლეს. იგი ამ ფილმის შექმნას შეეწირა. 

გარდა კინო ჩვენებებისა, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტების ინდუსტრიულ პლატფორმაზე წარდგენას. ეს ფორმატი რეჟისორებს და კინო ინდუსტრიაში ჩართულ პროფესიონალებს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი პროექტები და იდეები შესაბამის აუდიტორიას გააცნონ. 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მისი თითოეული მონაწილისათვის, ასევე სტუმრებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ღონისძიება, რომელიც ქართველი რეჟისორებისა და კინო ხელოვანებისათვის მეტად საჭირო პლატფორმას ქმნის. ეს არის ის სივრცე, რომელიც კონტაქტების შეძენასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს აჩენს. Უნდა აღინიშნოს, ის მოწვეული სტუმრები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ პროფესიონალებს. მაგალითად, მხატვრული ფილმების ჟიურიში იტალიიდან მოწვეულია პროდიუსერი ენცო პორჩელი, რომელმაც თავად გამოთქვა სურვილი, შეხვდეს ქართველ რეჟისორებსა და კინოპროდიუსერებს და გაეცნოს ქართულ პროექტებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში იმართება შეხვედრა ნანა კირთაძესთან. შეხვედრის თემაა  „ევროპული კინო ინსტიტუციები – შესაძლებლობები და გამოწვევები ქართველი კინემატოგრაფისტებისათვის“. შესაბამისად, შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორია მეტად საჭირო ინფორმაციას მიიღებს. თანამედროვე ეპოქაში კინო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ  სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალის არსებობა” – აღნიშნა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის კოორდინატორმა, კინორეჟისორმა მარი ქურდიანმა. 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაარსების დღიდან მრავალი  ქართული ფილმის პრემიერა შედგა. აუდიტორიამ პირველად სწორედ ფესტივალის ფარგლებში არა ერთი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი იხილა. 5 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში” კოტე კალანდაძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „დრამერის“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა მუსიკოსის ირგვლივ ვითარდება. 

გადაღებები საკმაოდ კომპლექსური და გამოწვევებით სავსე იყო. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ჩანაფიქრი იყო სოციალური დრამა შემექმნა და ამგვარი პრობლემები მეჩვენებინა მაყურებლისათვის. გონებაში მქონდა სხვადასხვა მოგონება, სურათები, ისტორიები, პერსონაჟები.  სწორედ ამ მოგონებებით გამოწვეული ემოციების და საკუთარი ინტერპრეტაციის  ჩვენება მინდოდა.” – კოტე კალანდაძე, რეჟისორი. 

11 დეკემბრამდე მაყურებელს ქართული და საერთაშორისო ფილმის კინოსეანსები ელოდება.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Axl Rose დარბაზში მიკროფონს აღარ გადააგდებს

შემდეგი სტატია

კირსტი ელი "Cheers"-ის ეპიზოდში

კირსტი ელი, Emmy-ს მფლობელი ვარსკვლავი, სამოცდათერთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი

დისნეი ჯუნიორის „არიელი” პატარა ქალთევზას სრულიად ახალ, მცირეწლოვან აუდიტორიას წარუდგენს

ანიმაციური სერიალის შესახებ „ბილბორდი” მის პროდიუსერსა და მთავარი როლის შემსრულებელს ესაუბრა.
მეტი

სელინ დიონმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ფილმის პრემიერაზე მაყურებელი ფეხზე წამოუდგა

დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით I Am: Celine Dion, გაშეშებული ადამიანის სინდრომთან მომღერლის ბრძოლას ასახავს.
მეტი
ელტონ ჯონი გამოსამშვიდობებელ Farewell Yellow Brick Road ტურნეზე, 2022 წლის 17 ნოემბერი, დოჯერის სტადიონი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: სკოტ დუდელსონი

ელტონ ჯონის ახალი დოკუმენტური ფილმის დებიუტი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

ახალი პროექტი ელტონ ჯონის ბოლო ტურნეს მოჰყვება, რომლის შემდეგაც მუსიკოსის ქონებამ 900$ მილიონზე მეტს მიაღწია.
მეტი

ფარელ უილიამსის ანიმაციურ-ბიოგრაფიული ფილმის თრეილერში ფარელს, Jay-Z-ის და კენდრიკ ლამარს ლეგოს სახით იხილავთ

ანიმაციურ - ბიოგრაფიულ ფილმში Piece by Piece გვენ სტეფანი, Snoop Dogg და ჯასტინ ტიმბერლეიკიც მონაწილეობენ.
მეტი