თოთხმეტ დღეში შექმნილი თვრამეტი გრაფიკული ნამუშევარი – ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა, რია ქებურიას საგალერეო სივრცეში

4 დეკემბერს რია ქებურიას საგალერეო სივრცეში ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ტატო ახალკაციშვილი
ტატო ახალკაციშვილი

მხატვარი ტატო ახალკაციშვილი წლებია ლანდშაფტს და მის სტრუქტურას იკვლევს,  გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიც სწორედ ამ თემას პასუხობს. 

თოთხმეტი დღის განმავლობაში რია ქებურიას სახელოსნოში თვრამეტი გრაფიკული ნამუშევარი შეიქმნა. პეიზაჟებში მეტაფორულად ისახება კაჭრეთის ლანდშაფტის დეტალები, რომელიც  შთამბეჭდავ ვიზუალურ იერსახეს ქმნის და მნახველს წარმოსახვით-რეალურ სამყაროში ამოგზაურებს.

„ქაღალდზე ნამუშევრების სერიის შექმნისთვის დოკუმენტური მასალის გამოყენება მჭირდებოდა. მინდოდა ორგანიზებული ლანდშაფტები მენახა და ამის მიხედვით ვიზუალური მასალა ამეწყო. ჩემი მუშაობის მეთოდი განსხვავებულია,  ლანდშაფტებიდან არანაირ ინსპირაციას არ ვიღებ, ნანახიდან არასდროს ვქმნი ნამუშევარს, პირიქით უკვე დამუშავებულ, განცდილ თემებს, ჩემი იდეის გარშემო ვამუშავებ.  ამ თემებს და იდეებს,  ემოციურად რა ვიზუალიზაციაც სჭირდება, იმის მიხედვით ვიწყებ მასალის მოძიებას. 

ვიზუალურ ხელოვნებას ვაკეთებ  და ამას კონკრეტული დოკუმენტური მასალიდან რაღაც დეტალებს აღება სჭირდება.  ჩემი სამეტყველო ენა რეალისტური ნატურაა, რეალისტური მხატვრობა და ბუნებრივია ამისთვის დოკუმენტური მასალას, როგორც ტექნიკურ მხარეს ისე ვიყენებ. შემდეგ იწყება ფიქრი, რა ტიპის ობიექტები, ლანდშაფტები ან  ლანდშაფტში განლაგებული ობიექტები მესაჭიროება, რომელსაც ვიმახსოვრებ ან ფოტომასალას ვქმნი და ქაღალდზე გადამაქვს.“ –  ტატო ახალკაციშვილი.

მულტიმედია არტისტის, ტატო ახალკაციშვილის გამოფენა რია ქებურიას რეზიდენციაში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

ამ სერიიდან რა ტიპის მასალა და დეტალებიც მაქვს გამოყენებული  კაჭრეთის ტერიტორიიდან აღებული დოკუმენტური მასალაა. ამბასადორ კაჭრეთს უზარმაზარი ტერიტორია, ბაღი აქვს. ზუსტად დაემთხვა რომ ეს მჭირდებოდა, რა დროსაც რია ქებურიას ფონდმა რეზიდენცია შემომთავაზა, რასაც სიხარულით დავთანხმდი, რადგან უკვე ვიცოდი აქ რა დამხვდებოდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აქ წარმოდგენილი ნამუშევრები  ქაღალდზეა შესრულებული. მუშაობის დროს აბსოლუტურად სხვა მეთოდს ვიყენებ და მასალებიც ძალიან სპეციფიკურია, მათი გამოყენება სხვა სამყაროში მახვედრებს. რეზიდენციის სახელოსნოც ზუსტად ის ადგილია, სადაც ამ ნამუშევრებზე მუშაობა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა.“  – ტატო ახალკაციშვილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კირსტი ელი "Cheers"-ის ეპიზოდში

კირსტი ელი, Emmy-ს მფლობელი ვარსკვლავი, სამოცდათერთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Aerosmith - ფოტო: ზაკ უიტფორდი

Aerosmith-მა სტივენ ტაილერის ავადმყოფობის გამო  ლას-ვეგასის მეორე კონცერტიც გააუქმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

„ჩვენი შენობა იხურება - მაგრამ კონცეფცია არ კვდება: გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას“ -„თბილი ორგიას” კოლექტივი.
მეტი
ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

ქართული ცეკვის ლეგენდად ქცეული – ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

25 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მეტი

ფოლკლორი, როგორც ქართული იდენტობის ცოცხალი მეხსიერება

ინტერვიუ ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან და ანსამბლ „ბასიანის” სამხატვრო ხელმძღვანელთან და დამაარსებელთან - გიორგი დონაძესთან.
მეტი
მირანდა ვახტანგიშვილი - ხელოვანი

მირანდა ვახტანგიშვილის შემოქმედება, რომელიც ჯადოსნურ ელფერს ატარებს

მირანდა ვახტანგიშვილის ფერწერული სერია „ჯადოსნური ხე” რწმენის სიძლიერეზე, არჩევანის თავისუფლებასა და ადამიანის შინაგან სამყაროზე გვიყვება.
მეტი

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი

„ახალი თეატრი” საპროტესტო მანიფესტს აანონსებს

„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ!” - განაცხადა დავით დოიაშვილმა.
მეტი