The Fight or Flight Response – ჯგუფმა The Black Marrows ახალი სიმღერა და მუსიკალური ვიდეო წარადგინა

მუსიკის და ტექსტის ავტორი გიორგი მარია, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი კი ტატო კოტეტიშვილია.

ჯგუფმა The Black Marrows ახალი სიმღერა სახელწოდებით The Fight or Flight Response და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. ტრეკი The Black Marrows-ის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში შევა. სიმღერა ამჟამად Youtube-ზეა ხელმისაწვდომი და მალე მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმა Spotify-ზეც განთავსდება. 

მუსიკის და ტექსტის ავტორი გიორგი მარია, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი კი ტატო კოტეტიშვილია. 

2020 წელს გერმანიის ტურის შემდეგ, პანდემია დაიწყო  და გარკვეული პერიოდი მუსიკალური პაუზა გვქონდა. ეს სიმღერა ერთი წლის წინ დავწერე. ამჟამად ახალ ალბომზე ვმუშაობთ და ეს ტრეკიც მისი ნაწილია. რაც შეეხება სიმღერის შინაარსს, ის პანიკურ შეტევებზეა. თვითონ სათაური, The Fight or Flight Response აღწერს მდგომარეობას, როდესაც უცაბედი საფრთხისაგან გამოწვეული თავდაცვის მექანიზმი გერთვება. თავდაპირველად, როდესაც ტატო კოტეტიშვილს კლიპთან დაკავშირებული იდეები გავუზიარეთ, ჩვენი წარმოდგენები ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს და ჩვენი მეგობრებისაგან შემდგარი დიდი გუნდის ჩართულობით,  ეს მუსიკალური ვიდეო შეიქმნა.” – აღნიშნა ჯგუფის გიტარისტმა და სიმღერების ტექსტების ავტორმა, გიორგი მარმა The Billboard Georgia-სთან საუბრისას. 

2022 წელს The Black Marrows მსმენელის წინაშე Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, მთავარ სცენაზე წარდგა. 10 დეკემბერს კი ჯგუფი  „დედაენის ბარში” დაუკრავს. ცოცხალ მუსიკალურ საღამოზე The Black Marrows მსმენელისათვის უკვე კარგად ნაცნობ ტრეკებთან ერთად, რამდენიმე ახალ სიმღერასაც შეასრულებს. 

The Black Marrows 2014 წელს დაარსდა. ჯგუფის მუსიკალური ჟღერადობა   ისეთ ჟანრებს აერთიანებს, როგორიც არის: ინდი-როკი, ბრიტ-პოპი და ნოის-პოპი. 2015 წელს The Black Marrows-მა სადებიუტო ალბომი, Hurricane გამოსცა. 2020 წელს კი მათი მეორე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Down The Rabbit Hole გამოვიდა.

The Black Marrows-ის ამჟამინდელ შემადგენლობაში არიან: აჩი კევლიშვილი (ვოკალი, გიტარა), გიორგი მარი (წამყვანი გიტარა, ბექ-ვოკალი), გოგა კაკულია (ბასი) და ვარდან პარემუზიანი (დრამი).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰილარი დაფი გულშემატკივრებს უზიარებს, თუ როგორ გადალახა „საშინელი” ბრძოლა კვებით აშლილობასთან: მე ვაფასებ ჩემს ჯანმრთელობას

შემდეგი სტატია

ადამიანი, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელს ესროლა, 21 წლით დააპატიმრეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი