ანჯელო ბადალამენტი, დევიდ ლინჩის ფილმების  Blue Velvet-ის და Twin Peaks-ის კომპოზიტორი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ანჯელო ბადალამენტიმ ნინა სიმონეს, ნენსი უილსონის, შირლი ბეისისა და მელ ტილისის სიმღერების ავტორია. მისი შექმნილია ცნობილი ამერიკული შოუს Inside the Actors Studio-ს საუნდტრეკი.
ანჯელო ბადალამენტი - ფოტო: ტიბრინა ჰობსონი
ანჯელო ბადალამენტი – ფოტო: ტიბრინა ჰობსონი

დევიდ ლინჩის გამორჩეული ფილმების Blue Velvet, Twin Peaks და  Mulholland Drive საკულტო მუსიკა ცნობილმა კომპოზიტორმა ანჯელო ბადალამენტიმ შექმნა, რომელიც 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანჯელო ბადალამენტი კვირას, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ს მისმა დისშვილმა, ფრენსის ბადალამენტიმ განუცხადა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კომპოზიტორი თანამშრომლობდა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ცნობილ მომღერლებთან: ნინა სიმონე, ნენსი უილსონი, შირლი ბეისი, პეტი ოსტინი, დევიდ ბოუი, პოლ მაკარტნი, მერიან ფეითფული, ლაიზა მინელი, მელ ტილისი, Pet Shop Boys, Anthrax, დოლარეს ორიორდანი, ტიმ ბუთი და  LL Cool J.

ანჯელო ბადალამენტიმ 1990 წელს Twin Peaks-ის საკულტო მუსიკის შექმნისთვის გრემი მიიღო, ხოლო 2008 წელს, მსოფლიო საუნდტრეკების ჯილდო მიენიჭა და მოგვიანებით ჰენრი მანჩინის პრესტიჟული ჯილდოც გადაეცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2023 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების სრული სია ცნობილია

შემდეგი სტატია

ჯული ენდრიუსმა თქვა, რომ „პრინცესას დღიურებში” მისი მონაწილეობა „დიდი ალბათობით, შეუძლებელია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი