SNL-ის ეთერში Lizzo-მ სტივი უანდერის ცნობილი სიმღერა, Someday at Christmas შეასრულა

2022 წელს, ეს NBC-ის კომედიური სკეტჩ-შოუს ბოლო ეპიზოდი იყო.

17 დეკემბერს, Lizzo ცნობილი ამერიკული სატელევიზიო პროგრამის, Saturday Night Live-ის სტუმარი გახლდათ. 2022 წელს, ეს NBC-ის კომედიური სკეტჩ-შოუს ბოლო ეთერი იყო. მას ფილმ Elvis-ის ვარსკვლავი, ოსტინ ბატლერი უძღვებოდა. 

შოუს წინასაახალწლო  ეპიზოდში  Lizzo-ს პირველი მუსიკალური ნომერი Break Up Twice იყო. ამის შემდეგ კი ვარსკვლავმა სტივი უანდერის 1967 წლის კალსიკად ქცეული სიმღერის, Someday at Christmas  ქავერი შეასრულა. 

გადავწყვიტე, Someday at Christmas შემესრულებინა. არამხოლოდ იმიტომ, რომ ის კლასიკაა – ეს სიმღერა მახსენებს, რომ 60 წლის შემდეგაც ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის, თანაგრძნობისა და თანასწორობისათვის. ეს არის მეგობრული შეხსენება იმისა, რომ სადღესასწაულო დღეებში სიკეთე და სიყვარული გავავრცელოთ.“ – აღნიშნა მომღერალმა.

გარდა იმისა, რომ Lizzo შოუს მუსიკალური სტუმარი იყო, მომღერალმა ოსტინ ბატლერთან ერთად, SNL-ის სკეტჩშიც მიიღო მონაწილეობა.

ნახეთ ვიდეო, რომელშიც მომღერალი Someday at Christmas-ს ასრულებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მიზეზი, რის გამოც ფანები ფიქრობენ, რომ  Dua Lipa ბარბის შესახებ გადაღებულ ფილმთან არის დაკავშირებული

შემდეგი სტატია

სტივი უანდერი, 2022 წლის, 17 დეკემბერი House Full Of Toys Benefit-ის, ოცდამეოთხე კონცერტზე. ფოტო: ლესტერ კოენი Wonder Productions Inc-თვის.

სტივი უანდერი House Full of Toys-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე: „მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ისევ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი