გვენ სტეფანი ჯგუფის No Doubt აღდგენის შანსებზე საუბრობს.
„რამის გარანტია არსებობს? ერთხელ დრიუ ბერიმორის შოუში ვიყავი. ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ვარსკვლავი იყო, როცა პატარა გოგო ვიყავი. ახლა კი მასთან ერთად ვიჯექი შოუში. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება No Doubt-ის შემთხვევაში. ჩვენ ჯერ არაფერზე გვისაუბრია. თუმცა 90-იანების ჯგუფები ავიღოთ, მაგალითად, Blink 182. მათ 8-თვიანი ტურნე ჩაატარეს, რომლის ბილეთებიც 5 წუთში გაიყიდა.”
No Doubt-ის ერთობლივი უკანასკნელი ნამუშევარი 2012 წელს გამოცემული ალბომი იყო. Მას შემდეგ გვენ სტეფანიმ ორი სოლო ალბომი გამოუშვა, 6-ჯერ იყო „ვოისის” მწვრთნელი და ბლეიკ შელტონზე დაქორწინდა.
„ბლეიკს ყოველ წელს ახალი ტრადიციების მოგონება უყვარს. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვამზადებთ „ტიმპანოს გუმბათს”. ეს არის იგივე ლაზანია, ოღონდ პიცით. რაც ერთმანეთს შევხდით, მას შემდეგ ეს ჩვენი საახალწლო ტრადიციაა.”
წყვილმა წელს დისნეილენდშიც იმოგზაურა. მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა: „ყველაზე ჯადოსნური დრო გავატარეთ!! საოცარი განათება და დეკორაცია – თითქოს, ზამთრის საოცრებათა ქვეყანაში ვიყავი” – წერს მომღერალი.
ნახეთ გვენ სტეფანის მოგზაურობა დისნეილენდში