დევიდ ბოუის და ლეონარდ კოენის შესახებ გადაღებული მუსიკალური დოკუმენტური ფილმები 2023 წლის ოსკარის „მოკლე სიაში“ (Shortlist)  მოხვდა

წელს ოსკარს, ბევრი მუსიკალურ დოკუმენტურ ფილმი გამოტოვებს.
დევიდ ბოუი, ნიუ-იორკი, 1973 წელი. მაიკლ ოქსის არქივი.
დევიდ ბოუი, ნიუ-იორკი, 1973 წელი. მაიკლ ოქსის არქივი.

დოკუმენტური ფილმი Moonage Daydream – დევიდ ბოუის შემოქმედებით და მუსიკალურ მოგზაურობას ასახავს. ფილმი  Hallelujah კი ლეონარდ კოენის ცხოვრებას გვიყვება. 21 დეკემბერს, ოსკარის დოკუმენტური ფილმების სია გამოვლინდა, სადაც საუკეთესო თხუთმეტ ფილმს შორის – Moonage Daydream და Hallelujah დასახელდა. (ფილმი თანამედროვეობის ყველასთვის საყვარელი სიმღერის – Hallelujah-ს პრიზმიდან  კოენის სამყაროს გვანახებს).

ამ კატეგორიაში ას ორმოცდაოთხი ფილმი იღებდა მონაწილეობას. „მოკლე სიას“ (ShortList) კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრები კენჭს უყრიან. შემდეგ კი ახალი  ნომინანტები გამოვლინდებიან.

ნახეთ საუკეთესო დოკუმენტური ფილმების სია.

All That Breathes / (ყველაფერი რაც სუნთქავს) – HBO-ს დოკუმენტური ფილმი 

All the Beauty and the Bloodshed / (სილამაზე და სისხლისღვრა) – Neon

Bad Axe / (ცუდი ნაჯახი) – IFC Films

Children of the Mist / (ნისლის ბავშვები) – Varan Vietnam/CAT& Docs

Descendant / (შთამომავლები) – Netflix

Fire of Love / (სიყვარულის ცეცხლი) – National Geographic-ის დოკუმენტური ფილმი /Neon

Hallelujah – ლეონარდ კოენი –  Sony Pictures Classics

Hidden Letters / (დამალული წერილები) – Cargo Film & Releasing

A House Made of Splinters / (ნატეხების სახლი) – Madman Entertainment

The Janes / (ჯენესი) – HBO-ს დოკუმენტური ფილმი 

Last Flight Home / (უკანასკნელი ფრენა სახლში) – MTV-ს დოკუმენტური ფილმი

Moonage Daydream – ფილმი დევიდ ბოუის შესახებ. Neon

Navalny – (ნავალნი) – CNN/Warner Bros.

Retrograde / (რეტროგრადული) – National Geographic 

The Territory  / (ტერიტორია) – National Geographic

2023 წლის „ოსკარზე“ მუსიკალურ დოკუმენტური ფილმების „მოკლე სიაში“ ვერ მოხვდნენ: The Story of Don McLean’s American Pie; Fanny: The Right to Rock; Jazz Fest – ფილმი ნიუ ორლეანში, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის შესახებ; Killing Me Softly With His Songs – ფილმი – გრემის გამარჯვებულ სიმღერების ავტორ – ჩარლზ ფოქსზე;  Look at Me: XXXtentacion;  Louis Armstrong’s Black & Blues; Nothing Compare – ფილმი შინეიდ ო’კონორის  ცხოვრებაზე და კარიერაზე; The Return of Tanya Tucke – ბრენდი კარლაილის მონაწილეობით; My Mind & Me – სელენა გომესი; ¡Viva Maestro – ფილმი ლოს ანჯელესის ფილარმონიის, მუსიკისა და სამხატვრო ხელმძღვანელის გუსტავო დუდამელის შესახებ. 

2023 წლის 24 იანვარს რიგით 95-ე „ოსკარის“ ნომინანტები გამოცხადდება. „ოსკარის“ ცერემონიას ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი პირდაპირ ეთერში, 2023 წლის 12 მარტს, Dolby-ს თეატრიდან წარუძღვება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ილონ მასკი ამბობს, რომ ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე იქამდე დარჩება, სანამ ვინმე „სულელს” არ იპოვის, რომ იგი შეცვალოს

შემდეგი სტატია

გიორგი ცაგარელი

გიორგი ცაგარელი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი