შერიმ და კელი კლარკსონმა უილი ნელსონის შესახებ ისტორიები გაიხსენეს

„Მე ვყოფილვარ უილი ნელსონის ავტობუსში და მას ზუსტად მარიხუანას სუნი აქვს.“

„ოსკარის“, „გრემისა“ და „ემის“ ჯილდოს მფლობელი შერი კელი კლარკსონის შოუს სტუმრობდა. გადაცემა ეთერში დეკემბრის დასაწყისში გავიდა, თუმცა ტელეარხმა NBC-მ რამდენიმე ფრაგმენტი სადღესასწაულო დღეებისათვის შემოინახა და ინტერნეტში ახლახან გამოაქვეყნა. 

ერთ-ერთ ვიდეოში შერი თავისი სუნამოს ხაზის შესახებ საუბრობს. ეს იყო Სუნამოების ნაკრები, სახელწოდებით Decades, რომელიც მომღერალმა Scent Beauty-სთან თანამშრომლობით გამოუშვა. კოლექცია ოთხ სურნელს  აერთიანებდა და თითოეული მათგანი სხვადასხვა ათწლეულის კონტექსტში არტისტს სიმბოლურად გამოხატავდა. 

70-იან წლებზე საუბრისას, შერიმ უილი ნელსონთან დაკავშირებული ისტორიაც გაიხსენა. 

Მე ვყოფილვარ უილი ნელსონის ავტობუსში და მას ზუსტად მარიხუანას სუნი აქვს. ეს იყო ძველი, საშინელი ავტობუსი. თუმცა უილი არაჩვეულებრივია. უბრალოდ ყველგან ნარკოტიკები იყო“ – თქვა შერიმ. 

შერისთან დიალოგისას, კელი კლარკსონმა აღნიშნა, რომ უილი ნელსონის ავტობუსში თავადაც ნამყოფია და მხოლოდ გარემოსთან კონტაქტი საკმარისი იყო იმისათვის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.  

კელი კლარკსონმა ის დრო გაიხსენა, როდესაც პირველად შეხვდა შერის. გადაცემის წამყვანის თქმით, ეს Kennedy Center Honors-ის 2018 წლის დაჯილდოების დროს მოხდა. ამ წელს შერისთან ერთად, ფილიპ გლასს, რიბა მაკენტაირს და უეინ შორტერს აჯილდოებდნენ. კელი კლარკსონი  მაკენტაირისათვის საპატიო ჯილდოს გადასაცემად იყო მიწვეული. როგორც კლარკსონმა გაამხილა, შერისთან შეხვედრის წინ საკმაოდ ნერვიულობდა. შემდეგ, შერის ჰკითხა, ოდესმე სხვა ვარსკვლავით განსაკუთრებულად მოხიბლული და აღფრთოვანებული თუ ყოფილა.

ეს იყო მერილ სტრიპი, როცა პირველად შევხვდი”- გაამხილა შერიმ. მერილ სტრიპი და შერი ერთმანეთს პარტნიორობას 1983 წლის ფილმში, სახელწოდებით Silkwood უწევდნენ. როგორც შერიმ თქვა, გადაღებების დროს, ის და სტრიპი დამეგობრდნენ და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ერეკლე გეწაძის და ელენე კალანდაძის დუეტმა პროექტ SUNDAIZ.-ის ფარგლებში ახალი ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ვახტანგ ქანთარიას განსხვავებული „საშობაო სიმღერები” და მუსიკოსის თვალით დანახული საახალწლო რეალობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი