როგორც ჩანს, პირს მორგანის ტვიტერის ანგარიში გატეხეს და მიზანში ამოიღეს ედ შირანი, დედოფალი ელისაბედი და სხვები.
ამ დროისთვის უკვე წაშლილ ტვიტებში ჰაკერი ედ შირანსა და გაერთიანებული სამეფოს დედოფალს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდა. მან პირს მორგანის გვერდის მთავარი ფოტოც შეცვალა.
„პირს მორგანის ანგარიში გატეხეს. არსებობს მისი უკან დაბრუნების რაიმე შანსი?” – დაიწერა მორგანის თოქ-შოუს ოფიციალურ გვერდზე. პოსტზე ილონ მასკი დათაგეს.
თავად ედ შირანი ამ ამბით ნაკლებად აღელვებული ჩანდა. მუსიკოსი ტვიტერის მომხმარებელი არ არის. მის ოფიციალურ გვერდს მისი გუნდი მართავს. Შირანის ცხოვრებაში კი უფრო მნიშვნელოვანი ამბები ხდება. დეკემბრის დასაწყისში მომღერალმა ბილეთების გაყიდვის რეკორდი დაამყარა. 2022 წლის მუსიკალურ ღონისძიებებს შორის ყველაზე მეტი ბილეთი სწორედ მის კონცერტებზე გაიყიდა.
ნახეთ პირს მორგანის პოსტი, რომელიც მისი შოუს გვერდზე გავრცელდა:
In case you were wondering, @piersmorgan has been hacked.
— Piers Morgan Uncensored (@PiersUncensored) December 27, 2022
Any chance of getting him back, @elonmusk? pic.twitter.com/GEItdqZopI