არიანა გრანდემ მანჩესტერის საბავშვო საავადმყოფოების პაციენტებს საშობაო საჩუქრები გაუგზავნა

ქველმოქმედების ამგვარი ფორმით, მომღერალი 2017 წელს მომხდარ ტრაგედიას კვლავაც ეხმიანება

არიანა გრანდემ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მდებარე საავადმყოფოების პატარა პაციენტებს საჩუქრები გაუგზავნა. მანჩესტერი სწორედ ის ქალაქია, რომელშიც წლების წინ მომღერლის კონცერტის მსვლელობისას, ტერორისტული აქტის მოხდა და 22 ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა. 

საჩუქრების მიღების შემდეგ, მანჩესტერის სამეფო საბავშვო საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მომღერალს ტვიტის მეშვეობით მიმართა – „მადლობა არიანა! შენგან საშობაო საჩუქრების მიღებამ ძალიან გაგვახარა.“

არიანა გრანდეს თავისი ქველმოქმედების შესახებ განცხადება არ გამოუქვეყნებია. ამ ამბავთან დაკავშირებით კომენტარისათვის Billboard მომღერლის წარმომადგენელს  თავადვე დაუკავშირდა. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ახალგაზრდა პოპ ვარსკვლავი ბავშვთა საავადმყოფოებს ყოველწლიურად უგზავნის საჩუქრებს. 

ამ წლების განმავლობაში, არიანა გრანდე მომხდარს არაერთხელ გამოეხმაურა. მან ტერორისტების მსხვერპლი ადამიანები საჯაროდ რამდენჯერმე გაიხსენა და დაღუპულებს პატივი მიაგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

Finneas ბილი აილიშს იცავს: „ის 21 წლის ზრდასრული ადამიანია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი