ჯენიფერ ლოპესი 2022 წელს ფოტოებით აჯამებს. Მათ შორისაა ბენ აფლეკის აქამდე უცნობი კადრები ქორწილიდან.

ინსტაგრამის ფოტოკოლაჟი მოიცავს საქორწინო ბეჭდის ახლო კადრს და წყვილის ნიშნობის ფოტოებსაც.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი
Michael Buckner for WWD

ჯენიფერ ლოპესს მნიშვნელოვანი 2022 წელი ჰქონდა. მომღერალი თავის ყოფილ სიყვარულზე, ბენ აფლეკზე დაქორწინდა, თანაც არა ერთხელ, არამედ ორჯერ. გარდა ამისა, 53 წლის ვარსკვლავმა დოკუმენტური ფილმი გამოუშვა შაკირასთან ერთად 2020 წლის სუპერ თასის შოუში მონაწილეობის შესახებ და კიდევ, ახალი ალბომიც დააანონსა. 

„2022 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო! შემდეგი წლისგანაც იმავეს ველოდები,” – დაწერა ლოპესმა ინსტაგრამ პოსტზე, რომელიც 2022 წლის ფოტოებს აერთიანებს. Მათ შორისაა ბენ აფლეკის აქამდე უცნობი კადრები ქორწილიდან და ნიშნობიდან. 

ლოპესი და აფლეკი 16 ივლისს ლას ვეგასში დაქორწინდნენ. აგვისტოში კი კიდევ ერთი ღონისძიება მოაწყვეს – ამჯერად აფლეკის სახლში.

ფოტოებში ჯენიფერ ლოპესის შარშანდელი მომენტებია ასახული – ბენ აფლეკთან ურთიერთობა, საქორწინო ბეჭედი, წყვილის ქორწილი, საქორწინო კაბის ესკიზები. ასევე ლოპესის ვოიაჟი პარიზში და მისი 14 წლის ტყუპების ფოტოებიც. 

ნახეთ ჯენიფერ ლოპესის 2022 წლის შეჯამება

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Creams ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Creams – ინტერვიუ ნათია ჭიჭინაძესთან

შემდეგი სტატია

ადელმა იშიასის დიაგნოზი გაამხილა: „ეს დღეები ძლივს დავდივარ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი