ენი ლენოქსი სიმღერის – Sweet Dreams (Are Made of This)  40 წლის იუბილეს აღნიშნავს

ლენოქსმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა – „სიმღერები გემებს ჰგავს, მათ სამოგზაურო კურსი და მიმართულება აქვთ.“


1983 წელს, მუსიკალურმა დუეტმა Eurythmics-მა ცნობილი ჰიტი Sweet Dreams (Are Made of This) გამოუშვა. 40 წლის შემდეგ, ჯგუფის წევრი ენი ლენოქსი სიმღერის საიუბილეო თარიღს ეხმიანება. 

ლენოქსმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა – „მიჭირს დაჯერება, რომ Sweet Dreams Are Made of This 40 წლის წინ გამოვიდა! მას შემდეგ სიმღერამ მსოფლიო შემოიარა და არაჩვეულებრივი ისტორია შექმნა. სიმღერები გემებს ჰგავს, მათ სამოგზაურო კურსი და მიმართულება აქვთ. როცა გაუშვებ, უკან ვეღარ მოაბრუნებ. უბრალოდ მოგზაურობას უნდა მიჰყვე“ 

Sweet Dreams (Are Made of This) „Billboard-ის ცხელ ასეულში“ 1983 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით, პირველ ადგილს იკავებდა. Სიმღერა ჩარტებში 26 კვირის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. Sweet Dreams (Are Made of This) ჯგუფის ამავე სახელწოდების სტუდიურ ალბომშია შესული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფიბი ბრიჯერსმა მამის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა

შემდეგი სტატია

სელენა გომესი 2022 წლის 3 დეკემბერს, ლოს ანჯელესში. ფოტო: ემა მაკინტაირი

რას ფიქრობს სელენა გომესი მაილი საირუსის მომავალ ალბომზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი