რას ფიქრობს სელენა გომესი მაილი საირუსის მომავალ ალბომზე

მაილი საირუსის ალბომი Endless Summer Vacation ათ მარტს გამოვა
სელენა გომესი 2022 წლის 3 დეკემბერს, ლოს ანჯელესში. ფოტო: ემა მაკინტაირი
სელენა გომესი 2022 წლის 3 დეკემბერს, ლოს ანჯელესში. ფოტო: ემა მაკინტაირი

ცნობილია, რომ მაილი საირუსი და სელენა გომესი ერთმანეთის  გულშემატკივრები არიან.

მაილი საირუსმა ხუთშაბათს ინსტაგრამზე რიგით მერვე სტუდიური ალბომის, Endless Summer Vacation-ის გამოსვლა დააანონსა, რომელიც 10 მარტს გამოვა. მომღერალმა ალბომის გარეკანიც გააზიარა. 

ორივე მომღერალმა კარიერა Disney-ს არხიდან დაიწყო. მაილი საირუსი პოპულარული ამერიკული, თინეიჯერული ტელესერიალით Hannah Montana (ჰანა მომნტანა) გახდა. ამავე ტელესერიალში სელენა გომესი მიკაილას როლს ასრულებდა. სელენა გომესს  კი დიდი წარმატება სერიალ Wizards of Waverly Place-ში   განსახიერებულმა როლმა მოუტანა.

პრეს-რელიზის თანახმად მაილი საირუსის ალბომი Endless Summer Vacation მომღერლის 2020-წლის LP Plastic Hearts-ის შემდეგ ლოს-ანჯელესში, პროდიუსერებთან ერთად ჩაიწერა. მაილი საირუსის თქმით ახალი ალბომი ლოს-ანჯელესს ეძღვნება.  

NBC-ის საახალწლო ღონისძიებაზე მაილი საირუსმა მისი ახალი სინგლის Flowers-ის გამოცემაც დააანონსა, რომელიც ცამეტ იანვარს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ენი ლენოქსი სიმღერის – Sweet Dreams (Are Made of This)  40 წლის იუბილეს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

დიონ ვორვიკი დოლი პარტონთან დუეტს აანონსებს: „ეს განსაკუთრებული იქნება”

შეიძლება დაგაინტერესოთ