მანანა დოიჯაშვილი იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის – „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს საკონცერტო ფირმა „კლასიკა“ დააარსა, რომელმაც არა ერთი შთამბეჭდავი კონცერტი ჩაატარა; 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს; 1996 წელს იყო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი.
მისი თაოსნობით, აღდგა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაუბრუნდა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (1995 წელი) და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997 წელი).
2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი გახდა.
2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე.
მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, ბულგარეთის, ფინეთის, ესპანეთის, არგენტინის, კორეის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები.
„ბილბორდ საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახს და ახლობლებს.