ჯენიფერ ლოპესმა ახალი ფილმის Shotgun Wedding პრემიერაზე გაამხილა, თუ როგორ უთავსებს ერთმანეთს პირად ცხოვრებასა და კარიერას.
„ყველანაირად ვცდილობ, როგორც შემიძლია,” – აღნიშნა ვარსკვლავმა. ლოპესს ორი შვილი ჰყავს. მის მეუღლეს ბენ აფლეკს კი – სამი. „ერთადერთი არ ვარ, ვინც ამ წუხილს აზიარებს. არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა, რადგან არტისტი ვარ. მეც ადამიანი ვარ სხვებივით და ხანდახან მეც ჩუმად ვიტანჯები.”
მომღერალმა დაამატა, რომ სწორედ ეს სიტუაცია დაეხმარა ახალი ალბომის გამოშვებაში This Is Me… Now, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთგვარი გაგრძელებაა 2002 წლის ალბომის This Is Me… Then. „ამ ალბომზე ბევრი ვიფიქრე – ჩემს რა ნაწილს ვუზიარებ აუდიტორიას? რას ნიშნავს იყო არტისტი და იყო ავთენტური? მგონია, რომ არის რაღაცები, რაც უნდა ითქვას და გაზიარდეს, რადგან ხშირია ასეთი დამოკიდებულება: „შენ ხომ ყველაფერი გაქვს.” მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მეც ისეთივე ვარ, როგორიც ნებისმიერი სხვა. ხანდახან ძალიან მიჭირს, ხანდახან ძალიან ვეჭვობ და ხანდახან დაუცველი ვარ,” – თქვა ლოპესმა.
ალბომის გარდა, ლოპესმა კიდევ რამდენიმე პროექტიც დააანონსა. „წელს ბევრი გეგმა მაქვს. ბევრ რამეს გავამხელ და ბედნიერი ვარ ამით. ბედნიერი ვარ ამის გაზიარებით.”
Რაც შეეხება ოჯახს, ლოპესი ამბობს, რომ საქმე კარგად მიდის. „ჩვენ ხუთი მშვენიერი შვილი გვყავს. ვფიქრობთ ხოლმე, თუ როგორი გახდა ჩვენი ცხოვრება და ნამდვილად მადლობელი ვართ იმისთვის, სადაც ცხოვრებამ მოგვიყვანა.”
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 2022 წლის ივლისში დაქორწინდნენ.