კრისი ტეიგენი ბიონსეს დუბაიში გამართულ კონცერტს ვერ დაესწრო, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სოციალურ მედიაში შოუს შესახებ დაეწერა.
„ბიონსეს ლაივი და Drunk in Love ჩემი კეტამინის თერაპიის სეანსი იყო“ – დაწერა ტეიგენმა მას შემდეგ, რაც კონცერტზე ფანების გადაღებული ვიდეოები გავრცელდა. „ეს ისეთი ლამაზი იყო, გონებიდან არ ამომდის. მშურს ყველასი, ვინც ამ შოუს დაესწრო.”
დუბაის კონცერტზე, რომელზე დასწრებაც მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი, ბიონსემ ქალიშვილთან ბლუ აივისთან ერთად დუეტიც შეასრულა. მათ Brown Skin Girl შეასრულეს. კონცერტის მომდევნო დღეს ბიონსემ მისი ბრენდისა და ადიდასის საერთო თანამშრომლობა წარადგინა. ბუნების თემით შთაგონებული კოლექცია გაყიდვაში 9 თებერვლიდან ჩაეშვება.
ნახეთ კრისი ტეიგენის პოსტები
It was so beautiful it never leaves my mind. my jealousy of anyone being at that show is incomprehensible
— chrissy teigen (@chrissyteigen) January 23, 2023