Axl Rose ერთ-ერთი იყო, ვინც ლიზა მარი პრესლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე იმღერა. Guns N’ Roses-ის სოლისტი ემოციური სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც November Rain შეასრულა.
„ვიცოდი, რომ თუ აქ დამპატიჟებდნენ, აუცილებლად უნდა მოვსულიყავი. Სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი არ მქონდა. მართლა არ ვიცოდი, რა მეთქვა. როგორც თქვენ, მეც შოკში ვარ და ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდება. მილიონი წელი ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიდგებოდი და ამ გარემოებაში მომიწევდა სიმღერა.”
მუსიკოსმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ იცავდა ლიზა მარი პრესლი მამის, ელვის პრესლის მემკვიდრეობას.
„ის ძალიან ამაყობდა თავისი მამით, მისი მიღწევებითა და როლით მუსიკაში. ძალიან ამაყობდა ფილმით „ელვისი”. იმით, თუ როგორ წარმოჩინდა იქ მამამისი და იმ სიყვარულით, რაც ამ ფილმში ჩაიდო. რეჟისორის ხედვით და ოსტინ ბატლერის მიერ განსახიერებული როლით.”
ამ სიტყვის შემდეგ Axl Rose როიალთან დაჯდა და November Rain-ის შემოკლებული ვერსია შეასრულა. Guns N’ Roses-ის სოლისტის გარდა, საღამოზე იმღერეს ბილი კორგენმა და ალანის მორისეტმაც.
Სიტყვით გამომსვლელთა შორის კი იყვნენ ლიზა მარის დედა პრისცილა პრესლი, იორკის ჰერცოგინია სარა ფერგიუსონი, ლიზა მარის ქალიშვილის რილი კეოს მეუღლე და სხვები.
ლიზა მარი პრესლი 12 იანვარს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი 54 წლის იყო.
ნახეთ ლიზა მარი პრესლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო