ლონდონის ეროვნული გალერეა აქამდე უცნობ ფოტოებს გამოფენს, რომლებიც პოლ მაკარტნიმ The Beatles-ის პოპულარობის პიკში გადაიღო

გამოფენა სახელწოდებით Eyes of the Storm მიმდინარე წელს გაიხსნება.
პოლ მაკარტნი
Bettmann Archive

აქამდე უცნობი ფოტოები, რომლებიც  პოლ მაკარტნიმ მაშინ გადაიღო, როცა The Beatles მსოფლიო პოპულარობის ზენიტში იყო, წელს ლონდონის ეროვნულ გალერეაში გამოიფინება.  

გალერეამ განაცხადა, რომ 4-წლიანი რესტავრაციის შემდეგ გალერეის სივრცეს სწორედ გამოფენა სახელწოდებით Eyes of the Storm გახსნის. გალერეის დირექტორმა ნიკოლას კულინანმა აღნიშნა, რომ პოლ მაკარტნი მასთან 2020 წელს მივიდა და უთხრა, რომ 1963-1964 წელს გადაღებული ფოტოების სერია იპოვა, რომელიც იქამდე დაკარგული ეგონა. 

როგორც კულინანი ამბობს, ფოტოების ეს საოცარი სერია, რომელიც „მნიშვნელოვან კულტურულ ეპოქას ასახავს, გადაღებულია ისეთი ადამიანის მიერ, რომელიც, როგორც გამოფენის სათაური ამბობს, ამ ქარიშხლის ცენტრში იყო  (the eye of the storm).”

გამოფენა 28 ივნისს გაიხსნება და პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. წელს გალერეაში ასევე იგეგმება მე-20 საუკუნის ინგლისელი ფოტოგრაფის Yevonde-ს ფოტოებისა და დევიდ ჰოკნის ნამუშევრების გამოფენაც.

Რაც შეეხება პოლ მაკარტნის, დეკემბერში მან ნაკრები The 7″ Singles გამოუშვა, რომელიც The Beatles-ის შემდეგ მის 50 წლის კარიერასა და ამ პერიოდში გამოშვებულ სინგლებს აერთიანებს. Ნაკრები შეზღუდული რაოდენობით, 3000 ეგზემპლარად გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

„ბრუნტეტი – დაბრუნება“ – კორძის და თეატრალური კომპანია  „ჰარაკის“ ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლი

შემდეგი სტატია

სელენა გომესი 2022 წლის, 2 ნოემბერი,

გაიგებთ თუ არა ინსტაგრამიდან  სელენა გომესის ახალი ალბომის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი