გაიგებთ თუ არა ინსტაგრამიდან  სელენა გომესის ახალი ალბომის შესახებ

სელენა გომესმა ინსტაგრამზე საიდუმლოებით მოცული პოსტი გაავრცელა, რამაც გულშემატკივრებს ახალი ალბომის შესახებ ეჭვები გაუჩინა.
სელენა გომესი 2022 წლის, 2 ნოემბერი,
სელენა გომესი 2022 წლის, 2 ნოემბერი,

სელენა გომესის გულშემატკივრები იდუმალი პოსტის შესახებ საუბრობენ, რომელიც მომღერალმა 25 იანვარს გააზიარა.

ვარსკვლავმა კადრები გამოაქვეყნა, რომელიც შესაძლოა ხმის ჩამწერ სტუდიაშია გადაღებული. ფოტოების აღწერაში სათაურად – „3“ წერია, რის გამოც თაყვანისმცემლების ვარაუდით ეს მესამე სტუდიურ ალბომზე მიანიშნებს.

სელენა გომესმა თაყვანისმცემლების კომენტარს უპასუხა “ალბომი ფაქტობრივად გზაშია.” ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში არტისტმა პოდკასტ Crew Call-ში სტუდიურ ჩანაწერებზე ისაუბრა.

გომესის ბოლო ალბომი Rare – 2020 წელს გამოვიდა. ალბომმა ბილბორდის საუკეთესო 200-ის მუსიკალურ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. მისი წინა სოლო ალბომები 2015 წელს Revival და 2013 წელს Stars Dance ჩარტებში ასევე ლიდერობდა. სელენა გომესის 2021 წლის ესპანურენოვანმა EP Revelación-მა ბილბორდის ლათინურენოვანი ალბომის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლონდონის ეროვნული გალერეა აქამდე უცნობ ფოტოებს გამოფენს, რომლებიც პოლ მაკარტნიმ The Beatles-ის პოპულარობის პიკში გადაიღო

შემდეგი სტატია

ლედი გაგა ოსკარის მეოთხე ნომინაციას ზეიმობს: „მადლობელი ვარ მუსიკისა და კინოს მაგიისთვის”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი