ლედი გაგა ოსკარის მეოთხე ნომინაციას ზეიმობს: „მადლობელი ვარ მუსიკისა და კინოს მაგიისთვის”

ლედი გაგა სამჯერაა წარდგენილი ნომინაციაში საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის. ამჯერად – სიმღერისთვის Hold My Hand კინოფილმიდან Top Gun: Maverick
ლედი გაგა ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე, 2019 წელი
Annual Academy Awards

ლედი გაგამ ინსტაგრამზე ოსკარის მეოთხე ნომინაცია აღნიშნა. ნომინაციაში საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის წარდგენილია Hold My Hand კინოფილმიდან Top Gun: Maverick. Სიმღერა ლედი გაგასა და BloodPop-ის თანაავტორობით შეიქმნა. 

„დიდი მადლობა აკადემიას ოსკარზე ჩემი სიმღერის წარდგენისთვის. Top Gun: Maverick-სთვის ამ სიმღერის დაწერა ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მადლობელი ვარ მუსიკისა და კინოს მაგიისთვის.”

ლედი გაგა ამ ნომინაციაში უკვე მესამედ დასახელდა. 2018 წელს კი სიმღერისთვის Shallow (კინოფილმიდან A Star Is Born) მან ოსკარი დაიმსახურა. ამავე ფილმისთვის გაგა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაშიც წარადგინეს. 

ლედი გაგას წარმატება მისმა მეგობარმა, ტონი ბენეტმა ტვიტერზე მიულოცა: „ვულოცავ საოცრად ნიჭიერ ლედი გაგას ოსკარის მეოთხე ნომინაციას! ვამაყობ შენით!”

Საუკეთესო სიმღერის ნომინაცია ერთ-ერთია იმ ექვსიდან, რომლებშიც Top Gun: Maverick წარადგინეს. Მათ შორისაა ნომინაცია საუკეთესო ფილმი. ხმების მიხედვით მან 1986 წელს გადაღებულ ორიგინალ Top Gun-საც კი გაუსწრო.

ნახეთ ლედი გაგას პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი 2022 წლის, 2 ნოემბერი,

გაიგებთ თუ არა ინსტაგრამიდან  სელენა გომესის ახალი ალბომის შესახებ

შემდეგი სტატია

სემ სმითმა მხიარული ჟღერადობის ალბომი  Gloria გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ყველა შემთხვევა, როცა Nirvana კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ სცენაზე გაერთიანდა

ჯგუფის წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 30 იანვარს FireAid-ის საქველმოქმედო საღამოზე წარდგნენ.
მეტი

Aerosmith-ის გამოსამშვიდობებელი ტურნეს შემდეგ სტივენ ტაილერი სცენაზე დაბრუნდა

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ჯგუფის გაერთიანებაზე არ გამართლდა, ტაილერი სცენაზე რამდენიმე მეგობართან ერთად წარდგა.
მეტი
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
მეტი