ჰარი სტაილს კონცერტის დროს შარვალი შემოეხა

ეს მომენტი ჰარი სტაილის გულშემატკივრებს არ გამოჰპარვიათ და ვიდეოზეც აღბეჭდეს.
ჰარი სტაილსი, 2021 წლის 14 მარტს, ლოს ანჯელესში, 63-ე გრემის დაჯილდოებაზე ფოტო: კევინ უინთერი
ჰარი სტაილსი, 2021 წლის 14 მარტს, ლოს ანჯელესში, 63-ე გრემის დაჯილდოებაზე ფოტო: კევინ უინთერი

ხუთშაბათს, 26 იანვარს, კონცერტზე ჰარი სტაილს ცნობილი „ლენი კრავიცისეული მომენტი” შეემთხვა, რაც მაყურებლის თვალწინ უხერხულ ადგილას შარვლის გახევას გულისხმობს.

მიუხედავად ამ უხერხული მომენტისა, ჰარი სტაილმა სიმღერა Music for a Sushi Restaurant – ბოლომდე იმღერა. თუმცა ფაქტის უარყოფითი მხარე ის არის, რომ ამ მომენტს ათასობით გულშემატკივარი იღებდა.

გულშემატკივრებმა ინციდენტი მართლა გადაიღეს და ძალიან მალე სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდა. შემთხვევის დროს, ჰარის გაფართოებული თვალები და გაოცებული სახე მალევე ღიმილში გადადის და მოგვიანებით ტანზე პრაიდის დროშას იხვევს.

როგორც შემდეგ გაირკვა შოუს ჯენიფერ ენისტონიც ესწრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მანაც იხილა ყველაფერი, თუმცა ლენი კრავიცს შეუძლია დაადასტუროს, რომ უარესიც ხდება ხოლმე. 

2015 წელს ლენი კრავიცი კონცერტის დროს მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა, მასაც გაეხა შარვალი, რა დროსაც მომღერალს საცვლები არ ეცვა.

ნახეთ ვიდეო სადაც ჰარი სტაილს ეს ინციდენტი შეემთხვა:

@timmy.styless Those pants literally put up ZERO struggle and ripped at the very first sign of tension I CANT 😂😂😂 credit to Justyn Mallo Reyes #harrystyles ♬ original sound – ✿ Dannie ✿

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დოკუმენტური ფილმი „უილი ნელსონი და ოჯახი” სანდენსის კინოფესტივალზეა

შემდეგი სტატია

კრის მარტინის და გვინეტ პელტროუს ქალიშვილი ეფლ მარტინი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი