მომღერალი რიტა ორა მსახიობ ტაიკა ვაიტიზე დაქორწინებას ადასტურებს. მისი ბოლო მუსიკალური ვიდეო კლიპი – You Only Love Me ამას ამტკიცებს

კლიპში კამეოს ეფექტით შერონ სტოუნის, ლინდსი ლოჰანის და კრისტენ სუტარტის პერსონაჟებიც ჩანან.

კლიპში კამეოს ეფექტით შერონ სტოუნის, ლინდსი ლოჰანის და კრისტენ სუტარტის  პერსონაჟებიც ჩანან.

რიტა ორა და ტაიკა ვაიტიტი ოფიციალურად დაქორწინდნენ. პარასკევს, მომღერალმა გაამხილა, რომ გასულ ზაფხულს მათ ხელი მოაწერეს.

„დიახ, მეგობრებო მე ოფიციალურად დავქორწინდი, გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო. ზოგჯერ კარგია რაღაცებს  მხოლოდ საკუთარი თავისთვის რომ ვინახავთ. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, თუმცა ერთ დღეს გრანდიოზულ წვეულებასაც მოვაწყობთ“ – თქვა რიტა ორამ Heart Breakfast Radio-ში.

მუსიკოსი რიტა ორა ახალი მუსიკალური კლიპით ალეგორიულად ქორწილის შესახებაც ჰყვება. კლიპი მომღერლის ცნობილი მეგობრების – ჩელსი ჰენდლერის, ლინდსი ლოჰანის და კრისტენ სტუარტის ვიდეო შეტყობინებებით იწყება. ისინი მუსიკოსს ქორწილის დღეს ულოცავენ. თუმცა მოულოდნელობებით და ხათაბალებით სავსე სცენარში ქორწილს ვერც შერონ სტოუნის გამოჩენა და ვერც თავად საქმროს – ვაიტიტის ხმოვანი შეტყობინება ვერ გადაარჩენს.

საქორწილო ტორტი პატარა ნამცხვრის ზომისაა, ადგილი კი, სადაც ქორწილი უნდა ჩატარებულიყო ცეცხლის ალში გაეხვა, თუმცა მომღერალი ივ სენ ლორანის ვინტაჟურ საქორწილო კაბაში ზღაპრულად გამოიყურება.

ნახეთ რიტა ორას ვიდეო კლიპი და სიმღერა You Only Love Me

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფარელ უილიამსი ემანუელ მაკრონს შეხვდა

შემდეგი სტატია

„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” – Kettari Academy მასტერკლასებს ამჯერად ქუთაისსა და ბათუმში გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი
SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
მეტი