ლანა დელ რეი: ფოტოსესია Billboard-ის დაჯილდოებისთვის „ქალები მუსიკაში”

მომღერალმა გაიმარჯვა ნომინაციაში “Music Visionary”.
ლანა დელ რეი
Lia Clay Miller

ლანა დელ რეი, რომელიც სიმღერების წერისას იმპროვიზაციულ ტექნიკას იყენებს, ბოლო დროს მისმა შემოქმედებამ და ხმამ ბავშვობაში დააბრუნა – ოჯახურ მოგონებებში, როცა ისინი წინააღმდეგობებით სავსე გზას დაადგნენ. 

სწორედ ეს თემაა წამოწეული მომღერლის რიგით მეცხრე ალბომში Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd, რომელიც ამ წლის 24 მარტს გამოვა. „თავიდან ცოტა არაკომფორტულად ვიყავი,” –  ამბობს ლანა დელ რეი პირადი თემების წარმოჩენის შესახებ. „შემდეგ კი, მადლობა ღმერთს, ეს ნერვიულობა მომეხსნა.”

2012 წელს გამოცემულმა სადებიუტო სიმღერამ Born To Die ლანა დელ რეი ვარსკვლავად აქცია. თუმცა მომღერალი ამერიკული ოცნების რომანტიკულ და ბნელ მხარეებს შორის იყო მოქცეული. მისი „სამყაროს მშენებლობა”, როგორც ამას თავად უწოდებს, შედგებოდა ლამაზი და განსხვავებული სურათებისგან, რომლებიც აერთიანებდა ჰიპ-ჰოპის ესთეტიკასა და კენედის ოჯახს, ელვის პრესლისა და ჯონ უეინს, ძველი ჰოლივუდის გლამურსა და ბაიკერების ჯგუფს.

მას შემდეგ ლანა დელ რეი მუსიკის საზღვრებს არღვევს და ერთდროულად აღწევს კრიტიკოსების აღიარებასა და კომერციულ წარმატებას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SKAZZ

Punk is not Dead = SKAZZ

შემდეგი სტატია

მაილი საირუსის ფანებს მის ვებსაიტზე დაწყებული ახალი უკუთვლის შესახებ განსხვავებული თეორიები აქვთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი