მაილი საირუსის ფანებს მის ვებსაიტზე დაწყებული ახალი უკუთვლის შესახებ განსხვავებული თეორიები აქვთ

ეს ტურნეს გამოცხადებას მიანიშნებს? თუ ახალ სინგლს? იქნებ Flowers-ის რემიქსს?
მაილი საირუსი
Brianna Capozzi*

მაილი საირუსმა თავის ვებგვერდზე დროის უკუთვლა დაიწყო, რომელიც დღეს, 27 თებერვალს დასრულდება. მომღერლის ფანები ფიქრობენ, რომ იგი ამით რაღაც ახალს აანონსებს, თუმცა არ იციან, რა შეიძლება ეს იყოს.  „რისთვისაა ეს უკუთვლა? მოდი ფსონები დავდოთ” – წერს ერთ-ერთი გამომწერი და თან გამოკითხვას აქვეყნებს რამდენიმე სავარაუდო ვერსიით. მათ შორისაა ახალი სინგლის გამოშვება და ტურნეს დაანონსება. 

„ENDLESS SUMMER VACATION-ის კომპოზიციების სია კარგი იდეა იქნებოდა” – წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი. კიდევ ერთი ვერსიით კი ეს შეიძლება Flowers-ის რემიქსი იყოს ბრუნო მარსთან ერთად. 

Რაც შეეხება Flowers-ს, რომელიც Endless Summer Vacation ალბომის მთავარი სინგლია, ის უკვე მეხუთე კვირაა, რაც ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ ადგილზეა.

Endless Summer Vacation 10 მარტს გამოვა და საირუსის მერვე სტუდიური ალბომი იქნება 2020 წელს გამოცემული Plastic Hearts-ის შემდეგ, რომელმაც ბილბორდის 200 ალბომში მეორე ადგილი დაიკავა.

Ნახეთ მაილი საირუსის უკუთვლა ვებსაიტზე და ფანების თეორიები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეი: ფოტოსესია Billboard-ის დაჯილდოებისთვის „ქალები მუსიკაში”

შემდეგი სტატია

პერის ჰილტონმა გაამხილა, რომ 20 წლის ასაკში აბორტი გაიკეთა: „ბავშვი ვიყავი და ამისთვის მზად არ ვიყავი.”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი