შავ-თეთრ კლიში მომღერალი Calvin Klein-ის საცვლებში აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერის მელოდიაზე ცეკვავს. ახალი კამპანია ფოტოგრაფების მერტ ალასისა და მარკუს პიგოტის მიერაა გადაღებული. ვიდეოები Calvin Klein-ის კონცეფციის Calvins or nothing-ის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც ხაზს უსვამს ნიჭიერებას, თავდაჯერებულობას და უნიკალურობას.
2023 წლის გაზაფხულის კამპანიაში მონაწილეობას იღებენ კენდელ ჯენერი, რეპერი ჯენი და აარონ ტეილორი-ჯონსონი.
FKA Twigs-მა ცოტა ხნის წინ ბოიფრენდის ფოტო ინსტაგრამზე გააზიარა: „ჩემი კარიერის განმავლობაში ყველას აინტერესებდა თუ ვის ვხვდებოდი, ამჯერად კი თავად დავდებ ამის შესახებ პოსტს და სიტუაციას ვაკონტროლებ, მისი სახელია @jordan_hemingway,“ – მომღერალმა Daily Mail-ის „სქრინი“ გააზიარა, სადაც „საიდუმლო მამაკაცის“ შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ.