გაგა ფრანის პირველი ვინილის პრეზენტაცია

„ეს ოცნება 8 წლის ასაკში გამიჩნდა და ახლა, როცა 38 წლის ვარ და უკვე ჩემი ვინილი მაქვს, ისევ 8 წლის გავხდი, რადგან ოცნებები იმ ასაკში დაიწყო.”

გაგა ფრანი აუდიტორიის წინაშე სიახლით წარდგა. წლების შემდეგ მუსიკოსმა მსმენელისთვის ნაცნობ სიმღერებს თავი მოუყარა და ვინილის სახით გამოსცა. ფირფიტის პრეზენტაცია გულშემატკივართა წრეში შედგა.

გაგა ფრანი:

„ეს ჩვენი პირველი ვინილია და ზოგადად, ალბომიც პირველია. Წლების განმავლობაში ძირითადად სინგლებს ვუშვებდით და ისე გაგვეფანტა ეს გამოშვებული სიმღერები, რომ ერთ ალბომად ვერ შევკარით. მაგრამ ჩემი კონკრეტული მიზანი იყო ვინილი. CD არასდროს გამოგვიშვია და ამ ვინილის დისკიც არ არსებობს. ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ გამოვუშვებდი, ეს იქნებოდა მხოლოდ ვინილი. ეს სურვილი მოდის ჩემი ბავშვობიდან. ჩემი პირველი პლატფორმაა ფირსაკრავი და ფირფიტა, რომლითაც პირველად შემოვიდა ჩემში მელოდია და საიდანაც გავიგე ხმა. Ზღაპრებსაც კი ვინილზე ვუსმენდი და შემდეგ უკვე ყველანაირ მუსიკას. თუ კი ვინმეს გავეცანი, ეს იყო ჩემს ოჯახში შეგროვებული ფირფიტების არქივით. Და როდესაც ამ პრინციპს მივხვდი, რომ როცა დაადებ ნემსს ამ ფირფიტას, ხახუნის ძალით ხმა მოდის, აი, მაშინ ჩამომიყალიბდა ოცნებად, ოღონდ ის კი არა, რომ მუსიკოსი გავხდე, ჩემს ხმას თუ გავიგებ ოდესმე… მერე აქედან გამომდინარე უკვე ძალიან შემიპყრო მუსიკამ. მაშინ სადღაც 8 წლის ვიყავი და წარმოიდგინეთ, ეს ოცნება რომ სულ გაქვს და თან ცოტა წარმოუდგენელი… მოკლედ, 30 წლის მერე გავიგე ჩემი ხმა ფირსაკრავიდან… და აი, 8 წლის ბავშვმა რომ ვინატრე და ახლა 38 წლის რომ ვარ და ჩემი ვინილი მაქვს, ისევ 8 წლის გავხდი. ისევ იქ დავბრუნდი, რადგან ოცნებები იმ ასაკში დაიწყო.”

ვინილი სახელწოდებით Gaga Frani სხვადასხვა დროს დაწერილ 7 მუსიკალურ კომპოზიციას აერთიანებს. პრეზენტაციაზე ავტორმა ნიკოლოზ ლეჟავასთან ერთად რამდენიმე მათგანი შეასრულა. 

გაგა ფრანი და ნიკოლოზ ლეჟავა

„Მე უფრო საუნდტრეკებად მივიჩნევ ამ სიმღერებს. სხვადასხვა განწყობის, სხვადასხვა პერიოდის საუნდტრეკებია. Მე ფილმებად ვხედავ მათ. ჩემთვის „ფრანი” უფრო თეატრალური მუსიკაა და ეს კომპოზიციები დღიურებია – 7 სხვადასხვა პერიოდის დღიური. თითქოს, რაღაც ისტორია მთავრდება. Მათ შორის არის სულ პირველი სიმღერა, რომელიც საერთოდ ცხოვრებაში დავწერე. ვინილზე ეგ ისტორიაც აუცილებლად უნდა იყოს. Სიმღერა, რომლითაც დავიჯერე, რომ მე უნდა ვწერო. Ეს არის „მარტი მოვიდა”. მას შემდეგ ყველაფერს ასე ვუდგები, რომ გაზაფხული მოვიდეს. და აი, ეს ვინილიც მარტში გამოვიდა… ასე დაემთხვა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პერის ჰილტონის თქმით, დემი ლოვატოს დოკუმენტურმა ფილმმა საკუთარ წარსულზე საჯაროდ საუბრისაკენ უბიძგა

შემდეგი სტატია

ზურა ჯიშკარიანი - მწერალი

 ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის – „სწრაფი, ღამისიერი“ პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი