ამერიკული მუსიკალური სატელევიზიო სერიალი Smash 2024-25 წლის ბროდვეის სეზონისთვის ემზადება

საკულტო მუსიკალური სერიალი NBC-ზე 2012 – 13 წლებში გადიოდა.
SMASH - ფოტო: პატრიკ რანდაკი
SMASH – ფოტო: პატრიკ რანდაკი

NBC-ზე სერიალის პრემიერიდან ათ წელის შემდეგ, Smash-ს საბოლოოდ ბროდვეის სცენაზე გადაიტანენ.

Hollywood Reporter-ის ცნობით Smash-ის სასცენო ვერსიას ბროდვეის ლეგენდა სიუზან სტრომენი წარადგენს. გარდა ორიგინალური მუსიკისა, როგორიცაა Let Me Be Your Star და Don’t Forget Me, სასცენო ვერსიაში ახალი მუსიკალური ნაწარმოებებიც შევა. 

2012-13 წლებში სერიალ Smash-ის მხოლოდ ორი სეზონი გავიდა. Მაში მონაწილეობდნენ:  დებრა მესინგი, ანჯელიკა ჰიუსტონი, კრისტიან ბორლი, ბრაიანდ დარსი ჯეიმის, ჯერემი ჯორდანი, კრისტა როდრიგესი, ლესლი ოდომ ჯუნიორი. ენდი მიენტუსი და უილ ჩეიზი სტივენ სპილბერგთან ერთად სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები იყვნენ.

„Smash  ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მუდამ მქონდა იმედი, რომ შოუს შთაგონებით, მიუზიკლი სცენაზე აუცილებლად დაიდგმებოდა. ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს და მოუთმენლად ველით Smash-ის მოგზაურობის დასასრულს, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ ჩემს პროდიუსერ-პარტნიორებთან ერთად დაიწყო.“ – თქვა სტივენ სპილბერგმა სერიალის ბროდვეიზე გატანის შესახებ.

2015 წელს Smash-ის მსახიობები ერთი ღამით, მინსკოფის თეატრში Bombshell-ის სპეციალური დადგმისთვის გაერთიანდნენ, მოგვიანებით კი 2020 წლის მაისში პანდემიის პერიოდში პირდაპირ ეთერში კონცერტი გამართეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონამ მაქს მარტინთან ერთად სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

ახალი აუდიო ჩანაწერი Daft Punk-ის სტუდიური მუშაობის პროცესს ასახავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Harper’s BAZAAR-ის ახალ ნომერში რიანა მის მომავალ ალბომსა და A$AP Rocky-სთან ერთად შვილების აღზრდაზე საუბრობს

„ეს [ალბომი] არც კომერციული იქნება და არც რადიოში ადვილად მოსასმენად გათვლილი. ის დაიკავებს ადგილს, რომელსაც ჩემი შემოქმედებითი განვითარება იმსახურებს. მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე პასუხი!”
მეტი

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი