ახალი აუდიო ჩანაწერი Daft Punk-ის სტუდიური მუშაობის პროცესს ასახავს

The Writing of Fragments of Time 2013 წლის ალბომის, სახელწოდებით Random Access Memories დაანონსებული ვრცელი გამოცემიდან პირველი რელიზია.
ფოტო: ჯეიმი მაკართი/GI


Daft Punk-ის მსმენელები დუეტის საბოლოო პროდუქტს კარგად იცნობენ, ამიერიდან კი მათ ეცოდინებათ, თუ როგორ ჟღერს მათი მუსიკა სტუდიაში მუშაობისას. 

The Writing of Fragments of Time ახალი რელიზია, რომელიც Daft Punk-მა 22 მარტს გამოაქვეყნა. რვაწუთიანი აუდიო სტუდიაში 10 წლის წინ არის ჩაწერილი, როცა დუეტი ამერიკელ მუსიკალურ პროდიუსერთან და ვოკალისტთან, ტოდ ედვარდსთან ერთად საერთო ტრეკზე – Fragments of Time-ზე მუშაობდა.

სიმღერა შესულია Daft Punk-ის 2013 წლის სტუდიურ ალბომში, სახელწოდებით – Random Access Memories, რომელიც უფრო ვრცელი  და მრავალფეროვანი გამოცემის სახით მაისში გამოვა. The Writing of Fragments of Time დაანონსებული გამოცემიდან პირველი რელიზია. ეს არის ჩანაწერი, რომელიც სტუდიაში მუსიკოსების სამუშაო პროცესს ასახავს.

ჩანაწერი ლოს ანჯელესში მდებარე Henson Recording Studios-ში გაკეთდა და 2012 წლის 29 თებერვლით თარიღდება. 

ჩანაწერი არტისტების ერთმანეთთან კომუნიკაციის ფრაგმენტებსაც მოიცავს.

აქ არის გარკვეული ნაწილები, რომლებიც ძალიან ემოციურია“ – აღნიშნავს ტოდ ედვარდსის ჩანაწერის ბოლოს სამუშაო პროცესზე და ტრეკზე საუბრისას.

2021 წელს Billboard-თან ინტერვიუში ტოდ ედვარდსმა მუშაობის პროცესი გაიხსენა. „Daft Punk-თან ლოს ანჯელესში, ორი კვირის განმავლობაში ვმუშაობდი. მათთან ალბომის  სახელწოდებით Random Access Memories ფარგლებში ვითანამშრომლე. მუშაობის Პირველი კვირა იყო, როცა დედაჩემს დავურეკე. მან ჩემს ხმაში ბედნიერება შეამჩნია და მითხრა – შენ მანდ უნდა იყო.“ 

 Random Access Memories „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ალბომია. მისი ახალი გამოცემა დამატებით 35 წუთის მასალას მოიცავს, მათ შორის არის ტრეკების გამოუქვეყნებელი დემო ვერსიები, სტუდიაში მუშაობის პროცესის ამსახველი ჩანაწერები. გამოცემა ორ სხვადასხვა ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი – ორმაგი CD-ის და ვინილის სეტის. CD 20-გვერდიან ციფრულ ბროშურას გააერთიანებს. ვინილის სეტთან ერთად კი, მსმენელები  სიმღერის Lose Yourself to Dance სპეციალურ პოსტერს და დამატებით 16-გვერდიან ბროშურას მიიღებენ. გამოცემა ასევე ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ სტრიმინგ ფორმატითაც.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SMASH - ფოტო: პატრიკ რანდაკი

ამერიკული მუსიკალური სატელევიზიო სერიალი Smash 2024-25 წლის ბროდვეის სეზონისთვის ემზადება

შემდეგი სტატია

ენდრიუ ლოიდ უებერი შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო, Bad Cinderella-ს ბროდვეის პრემიერას არ დაესწრება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Harper’s BAZAAR-ის ახალ ნომერში რიანა მის მომავალ ალბომსა და A$AP Rocky-სთან ერთად შვილების აღზრდაზე საუბრობს

„ეს [ალბომი] არც კომერციული იქნება და არც რადიოში ადვილად მოსასმენად გათვლილი. ის დაიკავებს ადგილს, რომელსაც ჩემი შემოქმედებითი განვითარება იმსახურებს. მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე პასუხი!”
მეტი

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი