გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტია

კონკურსის გამარჯვებულები 30 მარტს დასახელდებიან.
გიორგი გიგაშვილი

გიორგი გიგაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული – რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს. 33 კონკურსანტიდან, რომელიც ჟიურის წინაშე წარდგა, მეორე ეტაპზე 16 მათგანი გადავიდა. მეორე ტურის შემდეგ კი 6 ფინალისტი დასახელდა, რომელთა შორის ქართველი პიანისტიც მოხვდა. კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა 30 მარტს გამოცხადდება. მომდევნო დღეს კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და გამარჯვებული ისრაელის კამერატასთან ერთად დაუკრავს. 

ამავე დროს, ბრიტანულმა რადიოსადგურმა Classic FM 2023 წლის ამომავალი ვარსკვლავების სია შეადგინა, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 30 წლამდე ასაკის 30 მუსიკოსი მოხვდა. მათ შორისაა გიორგი გიგაშვილი.

„Როცა გიორგი გიგაშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო, ვერ წარმოიდგენდა, რომ პროფესიონალი პიანისტი გახდებოდა. თუმცა 2019 წელს „ვიგოს საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე” მას ჟიურიმ პირველი პრემია გადასცა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ნელსონ ფრეირი და თავად გიგაშვილის კუმირი – მართა არგერიხი” –  ნათქვამია ქართველი მუსიკოსის შესახებ Classic FM-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

QUEMMEKH-მა ახალი ალბომი – „ნოსტალგია“ წარადგინა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი  Louis Vuitton-ის და იაიოი კუსამას კოლექციის კამპანიაში გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი