Dear Mama-ს ახალ ტრეილერში თუფაქ შაკური დედასთან, აფენი შაკურთან ურთიერთობაზე საუბრობს

ტრეილერში გამოყენებულ საარქივო კადრებში გარდაცვლილი რეპერი ამბობს, რომ დედასთან დიდ დროს ვერ ატარებდა, რადგან აფენი შაკური მოძრაობა „შავი პანტერას“ წევრი იყო.

Dear Mama: The Saga of Afeni & Tupac Shakur ასე ჰქვია დოკუმენტურ სერიალს, რომლის პრემიერაც აპრილში ამერიკულ სატელევიზიო არხ FX-ზე შედგება. 22 მარტს დოკუმენტური ნამუშევრის მეორე ტრეილერი გამოქვეყნდა. Dear Mama: The Saga of Afeni & Tupac Shakur ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურისა და მისი დედის – აფენი შაკურის ურთიერთობას ასახავს. აფენი შაკური აქტივისტი იყო, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.

გავრცელებულ ტრეილერში ნაჩვენებია მოზარდი შაკურის ვიდეო ჩანაწერი. ფრაგმენტულ კადრებში ის დედაზე საუბრობს –  „დედაჩემმა მასწავლა, რომ საზოგადოება გავაანალიზო და არ ვიყო ჩუმად. დედაჩემი „შავი პანტერა“ იყო და ის აქტიურად იყო ჩართული ამ მოძრაობაში“ – ამბობს თუფაქ შაკური საარქივო კადრებში. 

ტრეილერი ასევე მოიცავს რეპერის ბავშვობის ფოტოებს და ასევე აფენი შაკურის  ახალგაზრდობის ამსახველ სურათებს. Მათ შორის არის ფოტოები, რომლებშიც აფენი შაკური პოლიციის ოფიცრების მიერ არის გარშემორტყმული. 

გამოქვეყნებული ტრეილერი ასევე მოიცავს ჩანაწერს, რომელშიც თავად აფენი საუბრობს. „დედად ყოფნა ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ძალიან კარგად ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ უნდა დამეცვა“ – ამბობს აფენი შაკური და განმარტავს, რომ არასდროს სურდა თავის შვილი  ციხეში მოხვედრილიყო, რაც თავად არაერთხელ გამოცადა.

აფენი შაკური Black Panther-ის წევრი იყო და ეს მისი და თუფაქის ურთიერთობას გარკვეული დროის განმავლობაში უჩვეულოდ ცვლიდა. „ჩვენ დროს ერთად არ ვატარებდით, რადგან ის ყოველთვის გამოსვლებს ატარებდა და სასწავლებლებს სტუმრობდა. შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა და ერთად უფრო ხშირად ვიყავით“ – ამბობს არტისტი ადრეულ საარქივო ჩანაწერში. 

საბოლოოდ, აფენი შაკურმა  1984 წელს თავისი ოჯახი ბალტიმორში გადაიყვანა, სადაც თუფაქს რთული პერიოდის გავლა მოუხდა. „დედაჩემი კოკაინზე იყო დამოკიდებული“ – გაზრდილი თუფაქი თავისი ცნობილი ტრეკის ტექსტში მიმართავს ხალხს. ტექსტი აღწერს იმ რთულ საცხოვრებელ პირობებს, რომელში ყოფნაც რეპერს ადრეულ ასაკში უწევდა.

როგორც სერიალის შესახებ გავრცელებულ პრეს-რელიზშია მითითებული, Dear Mama მოთხრობილია იმ ადამიანების ხედვით, რომლებიც დედა-შვილს ყველაზე ახლოს იცნობდა. „ეს ფართო კუთხით ნაჩვენები პირადი ისტორიაა, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე შთამაგონებელი და საშიში დედა-შვილის დუეტზე გვიყვება. მათი საერთო გზავნილი თავისუფლების, თანასწორობის, წინააღმდეგობისა და სამართლიანობის შესახებ, დღეს მეტად რელევანტურია, ვიდრე ოდესმე“ – აღნიშნულია FX-ის გამოქვეყნებულ ტექსტში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჟერარდ პიკე შაკირასთან დაშორების შესახებ დუმილს არღვევს: „მინდა, ჩემი თავის ერთგული ვიყო”

შემდეგი სტატია

ქართულმა როკ ჯგუფმა Parasite-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი