ენდრიუ ლოიდ უებერის ვაჟი ნიკოლასი გარდაიცვალა

„მთელი ოჯახი ერთად შეიკრიბა. ყველანი შეძრული ვართ” – ამბობს კომპოზიტორი.
ენდრიუ ლოიდ უებერი
Maarten de Boer/NBCU Photo Bank/NBCUniversal via GI

ნიკოლას ლოიდ უებერი, გრემიზე ნომინირებული კომპოზიტორი და ენდრიუ ლოიდ უებერის უფროსი ვაჟი, 43 წლის ასაკში სიმსივნესთან ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.

„მთელი ოჯახი შევიკრიბეთ. ყველანი შეძრული ვართ,” – ამბობს განცხადებაში 75 წლის ენდრიუ უებერი. „ყველას დიდი მადლობა ამ რთულ დროს თანადგომისთვის.”

ნიკოლას ლოიდ უებერი ინგლისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. იმისთვის, რომ ვაჟის გვერდით ყოფილიყო, რამდენიმე დღით ადრე ენდრიუ უებერი მისი მიუზიკლის Bad Cinderella-ს ბროდვეის პრემიერას არ დაესწრო. 

ნიკოლას უებერი ცნობილია მისი ნამუშევრებით BBC-ის სერიალისთვის Love, Lies and Records, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „პატარა უფლისწული”. მან ასევე იმუშავა უფროსი უებერის 2021 წლის მიუზიკლზე Cinderella, რომელმაც ნიკოლასს საუკეთესო თეატრალური ალბომისთვის გრემის ნომინაცია მოუტანა.

ნიკოლასი და მისი უფროსი და ენდრიუ უებერს პირველი მეუღლისგან ჰყავს. კომპოზიტორს კიდევ ოთხი შვილი ჰყავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართულმა როკ ჯგუფმა Parasite-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

ალექსანდრე ხარანაული

ალექსანდრე ხარანაულის ალბომის „დილით ამომავალო მზეო” პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი