ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ჟიურის წინაშე კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე Hollywood-ის ეტაპზე წარდგა. Hollywood Week-ის პირველ რაუნდში ნუცამ სელინ დიონის 2022 წლის ჰიტი I Surrender შეასრულა. სიმღერის შემდეგ ქართველ მომღერალს ჟიურის სამივე წევრი – ლიონელ რიჩი, კეტი პერი და ლუკ ბრაიანი ფეხზე წამოუდგა. განსაკუთრებული იყო ლიონელ რიჩის რეაქციები, რომელიც ნუცას შესრულების დროს ემოციებს ვერ მალავდა.
მას შემდეგ კი, რაც ნუცას გამოსვლა American Idol-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიდო სათაურით „ნუცამ დაგვშოკა თავისი ძლიერი შესრულებით”, ვიდეო ლიონელ რიჩიმ და ლუკ ბრაიანმა საკუთარ გვერდებზეც გააზიარეს და ნუცას შესახებ დაწერეს.
„როცა ვამბობთ, რომ ყოველ წელს უკეთესი შოუ გვაქვს, ეს სიმართლეა! კვირა საღამოს ნუცა ბუზალაძე ცეცხლს დაანთებს!” – დაწერა ლიონელ რიჩიმ და პოსტზე ქართველი მომღერალიც მონიშნა, რაზეც თავად ნუცა კომენტარით გამოეხმაურა: „ღმერთო ჩემო! ეს საუკეთესო რამაა, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. მადლობა ამის დაწერისთვის. ცრემლები მომდის.”
ლუკ ბრაიანი კი წერს: „ნუცა ბუზალაძის ამ გამოსვლაზე ჟრუანტელი დაგივლით. მოემზადეთ Hollywood Week-სთვის!”
American Idol-ის Hollywood Week ABC-ს ეთერში 2 აპრილიდან გავა. Hollywood Week-ის რაუნდების განმავლობაში ჟიურიმ სხვადასხვა ქალაქიდან შერჩეული კონკურსანტებიდან საუკეთესო 24 უნდა აარჩიოს. 16 აპრილიდან კი ხმის მიცემის ეტაპი დაიწყება და მონაწილეთა ბედს უკვე მაყურებელი გადაწყვეტს.
ნახეთ ლიონელ რიჩისა და ლუკ ბრაიანის პოსტები ნუცა ბუზალაძის შესახებ და ქართველი მომღერლის შესრულება