დევიდ ქროსბი კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

„ის თავის საწოლში გარდაიცვალა და ეს შესანიშნავია” – ამბობს გრეჰემ ნეში.
გრეჰემ ნეში და დევიდ ქროსბი 2011 წელს
Eugene Gologursky/GI for OCRF

გრეჰემ ნეშმა დევიდ ქროსბის გარდაცვალების ახალი დეტალები გაამხილა. 

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, ქროსბის ოჯახმა აღნიშნა, რომ მუსიკოსი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა მათ კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ. 

ახალ ინტერვიუში კი Crosby, Stills & Nash-ის მომღერალი ამბობს, რომ მისი ბენდის ყოფილი წევრი გარდაცვალებამდე კოვიდ-19-ით მეორედ დაინფიცირდა. 

„ის ლოს ანჯელესის შოუსთვის ბენდთან ერთად რეპეტიციებს გადიოდა. სამი დღის შემდეგ ცოტა შეუძლოდ გახდა. დევიდს მანამდეც ჰქონდა კოვიდი და ახლა კიდევ ერთხელ დაინფიცირდა. ის სახლში წავიდა, რომ ცოტა ხნით დაეძინა, მაგრამ აღარ გაუღვიძია. თუმცა ის საკუთარ საწოლში გარდაიცვალა, რაც შესანიშნავია.”

გრეჰემ ნეში თებერვალში ამბობდა, რომ ის და ქროსბი, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, დევიდის გარდაცვალებამდე ურთიერთობის მოგვარების პროცესში იყვნენ. 

„ბოლოს ცოტა დავახლოვდით. მან ხმოვანი მესიჯი გამომიგზავნა, სადაც ამბობდა, რომ ბოდიშის მოხდა და საუბარი სურდა. მე ვუპასუხე: კარგი, ხვალ 11 საათზე დამირეკე. მას აღარ დაურეკავს და შემდეგ დაგვტოვა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Pink Floyd-ის The Dark Side of the Moon: Live „ყველაზე გაყიდვადი ალბომების ჩარტის“ წამყვან ათეულშია

შემდეგი სტატია

ტიმოთი შალამე დოლბის თეატრში, ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე. 2022 წლის, მარტი. ფოტო: გილბერტ ფლორესი.

ბობ დილანის ბიოგრაფიულ ფილმში ტიმოთი შალამე იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი