ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი დაშორდნენ

სვიფტი და ალვინი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებოდნენ.
ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი
Blitz Pictures/INSTARimages.com

ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც გამოცემა ET წყაროზე დაყრდნობით წერს, დაშორება მეგობრულად მოხდა და არა დრამატულად.

„ურთიერთობამ უბრალოდ თავისი თავი ამოწურა. ამიტომაც იყო, რომ ალვინი არც ერთ შოუზე აღარ ჩნდებოდა,” – ამბობს წყარო. ბილბორდი კომენტარისთვის სვიფტისა და ალვინის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიუღია. 

ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. ამ ხნის განმავლობაში წყვილი თავის ურთიერთობაზე არ საუბრობდა. 

„ვიცი, რომ ადამიანებს მეტი ინფორმაციის გაგება სურთ,” – ამბობდა ალვინი 2018 წელს ბრიტანულ ვოგთან საუბრისას. „თუმცა მე ნამდვილად მირჩევნია, რომ საქმეზე ვილაპარაკო. ჩვენ წარმატებით მოვახერხეთ პირადი სივრცის დაცვა.”

„მე თუ ამაზე ლაპარაკი დავიწყე, ადამიანები იფიქრებენ, რომ ეს განსახილველი თემაა.” – უთხრა სვიფტმა The Guardian-ს 2019 წელს. „მინდა, რომ ჩემი ცხოვრების მართვა შევძლო.”

ალვინმა პირველი გრემი 2021 წელს მოიგო სვიფტის ალბომის თანაპროდიუსერობისა და კომპოზიტორობისთვის, როცა სვიფტის ალბომმა Folklore წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SALIO-მ ახალი ალბომი  – Mountain წარადგინა

შემდეგი სტატია

Khondzi

ხონძის „ფერხული“ და ჯგუფი „კვინტური ფიზიკა“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი